მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თქვენს ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო 9 აპრილის ამსახველი ფოტოების და ასევე ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეების ნახატების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანანურის საჯარო სკოლის როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა