მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლი“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს, მათ შორის ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს, მოსწავლეებმა ასევე ნერგები დარგეს და შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით უერთდება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა