მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს „წიგნების თაროს“ ანალოგი მოეწყო.
თამაში მანიაკეთის, ბოძაურის, ზემო ვაშლოვანის, ძირკვაძეების, განახლების და ჩაოს საჯარო სკოლებს შორის გაიმართა.
პროექტში მასპინძელმა სკოლამ გაიმარჯვა. მასში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს სერტიფიქატები, მონაწილე სკოლებს წიგნები, გამარჯვებულებს კი, გარდამავალ თასთან ერთად წიგნები გადაეცათ.
ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოაზროვნე აჩიკო აბულაძე, რომელსაც როგორც საუკეთესო მოაზროვნეს ასევე თასი გადაეცა.
„აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი არაა ერთჯერადი და ფარული კენჭისყრით გამოვლინდა, ,,წიგნების თარო 2020"-ის მასპინძელი სკოლა ბოძაურის საჯარო სკოლა იქნება. მობრძანებულმა სტუმრებმა და მონაწილე სკოლებმა მასპინძელ სკოლას საჩუქრები გადასცეს. ჩაოს საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ხულოს რესურსცენტრს და ამავე სოფლის შვილს სასტუმრო ,,ჩაოს" მეპატრონეს ბატონ თამაზ (თომა) მახარაძეს მხარდაჭერისთვის ასევე პროექტში მონაწილე თითოეულ სკოლას“,-აღნიშნავს ჩაოს საჯარო სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...