მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში“ ცვლილებები შევიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება.
მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე. ამასთანავე, არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს.
რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების პროცედურებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას.
ამასთან, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი განსაზღვრავს.
ამასთან, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება.
საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება