სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„Izrune.ge-სთან ერთად წარმატება ტრადიციად იქცა“ - გაიცანით აპრილის შემაჯამებელი ტესტის პირველი იზრუნელი
30-04-2019
-
+


Izrune.ge-მ და აპრილის თვემ კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, შემაჯამებელი ტესტის პირველი მონაწილე გამოავლინა.


თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამეკლასელი ანა ხარატაშვილი 27 აპრილის ღამეს ორ მნიშვნელოვან თარიღს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ელოდა.

 

Izrune.ge-ს მეგობარი ანა კომპიუტერს დედასთან ერთად ზუსტად 12 საათზე მიუჯდა და ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ ოქროს დიპლომი მოიპოვა:

 

„ვღელავ ხოლმე. მინდა, ბევრი სწორი პასუხი დავაგროვო და ყურადღებით ვკითხულობ საინტერესო კითხვებს. მომწონს ნახატიანი საკითხები და წარმატების შეძახილი, შემდეგ ოჯახსა და კლასელებს ვუზიარებ ხოლმე ემოციებს. ძალიან მინდოდა, პირველს გამევლო ტესტი და ოქროს დიპლომი მომეპოვებინა. მიხარია, რომ გამომივიდა.“

 

დედა, ასმათ ჩიქოვანი ამბობს, რომ Izrune.ge-მ მთელ ოჯახს ძალიან შეაყვარა თავი და ყოველი ტესტის დღე შემეცნებისა და წინსვლის მოტივაციას უჩენს ოჯახს, ბავშვსა და სკოლას:

 

„ჩვენი, თბილისის N106 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში ძალიან აქტიურად და წარმატებით ერთვება. Izrune.ge-მ ოჯახსაც ძალიან შეგვაყვარა თავი, მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტებს. მახარებს, რომ ლიდერ სკოლას, კლასის ხელმძღვანელსა და Izrune.ge-სთან ერთად ანა მრავალმხრივ იზრდება და ვითარდება. ძალიან ჯანსაღი გარემოა შექმნილი კლასში, ბავშვები მეტი ხალისით სწავლობენ, მშობლებს აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პედაგოგებთან და სკოლის დირექციასთან, მზრუნველი პორტალი კი ჩვენს ურთიერთობებს ყოველ დღე განათლების ირგვლივ აძლიერებს. ამაყი ვარ ანასა და მისი თანაკლასელების წარმატებით და კიდევ უფრო მეტ წინსვლას ვუსურვებ მომავალ თაობას.“

 

ანას კლასის წარმატებული ხელმძღვანელი ელზა ჭიკაძეა, რომლის შეფასებითაც, Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრების ერთიანობა და წარმატება ტრადიციად აქცია:

 

Izrune.ge-სთან ერთად წარმატება ტრადიციად იქცა. უცხო არავისთვისაა, რომ ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში აქტიურად ერთვება და კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ მზრუნველ თანამშრომლობას მეტი წინსვლისთვის. ნიჭიერი მოსწავლეები და აქტიური მშობლები გვყავს. ასეთივეა ანას, რომელიც ძალიან გაწონასწორებული, მოწესრიგებული და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებაა. ჰყავს ოჯახი, რომლისთვისაც განათლება და შვილის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა პრიორიტეტია. ამდენად, შედეგი მოულოდნელი არ იყო ჩემთვის და ამაყი ვარ Izrune.ge-სთან ერთად.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება