მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VII კლასში პრობლემაზე დაფუძნებული (PBL) სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - Healthy life-healthy food.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზნი იყო მოსწავლეებს გამოეკვეთათ არსებული პრობლემა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები დაესახათ.
„წინარე ცოდნის გახსენებისა და მოტივაციის გამოწვევის მიზნით, გაიმართა ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებზე პრეზენტაციის - „slide show” ჩვენება. გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები და რესურსები.
წყვილებში სხვადასხვა აქტივობებით მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. საინტერესო იყო ჯგუფურ მუშაობაში გამოვლენილი სამი პრობლემა : 1. კვების ალერგია, 2. თუთიის ნაკლებობა და 3. კუჭ-ნაწლავის დაავადებით გამოვლენილი ცუდი ჯანმრთელობის ნიშნები, ასახული ენაზე.
მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის წარმოჩენა სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, მოხდა პრობლემის დაძლევის ალტერნატიული გზების გაცნობიერება, იდეების გენერირება და მათი წარმოდგენა (პრეზენტაცია), ასევე, ეფექტური იყო მოსწავლეების როლური თამაში.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებზე, შეიქმნა სახალისო ატმოსფერო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს