მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
მათ ოკოპაციის შედეგად მავთულხლართების მიღმა დარჩენილ თანამემამულეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელშეწყობით ადგილზე გაეცვნენ ოკუპირებული ცხინვალიდან მომდინარე პრობლემატიკას, ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობას, არალეგალური დაკავებების და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.
ამაღელვებელი და ცრემლით სავსე იყო შეხვედრა მავთულხლართებთან მყოფი ორივე მხარისთვის.
სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის აქტივობა დასტურია, რომ ოკუპაცია ვერ მოერევა ერთად ყოფნის სურვილს… რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მავთულხლართები ვერასდროს შეაბრკოლებს თავისუფლებისა და ერთიანობის სურვილს და მისწრაფებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებამ მოსწავლე-მასწავლებლებს ზღაპრული საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება