მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს აქტიურად გამოეხმაურა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ანაბასისელებმა მათთვის საყვარელი წიგნები აჩუქეს მეგობრებს და ძვირფას საჩუქართან ერთად ყურადღება, სითბო და სიყვარული გაუნაწილეს ერთმანეთს.
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივის მიხედვით.
#აჩუქეწიგნი - ეს კამპანიის მთავარი გზავნილია. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. „23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე.
წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“ - ამბობს გიორგი კეკელიძე.
„ანაგრამაში“ ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის, „ანაგრამელებისთვის“ ასეთი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ განათლების საკითხი უმთავრესი პრობლემაა ქვეყანაში და ამ მიმართულებით მრავალმხრივი მუშაობა აუცილებელია. ცხადია, ეს ინიციატივა სიმბოლური აქტივობაა, რომლითაც გვინდა სახალისო ფორმით შევახსენოთ ადამიანებს, რომ ხანდახან მაინც, ასეთი საჩუქრის გაკეთება სასარგებლოა და რომ ერთი ნაჩუქარი წიგნი ბევრი ახალი აღმოჩენის მიზეზადაც შეიძლება იქცეს“, - ამბობს თაკო როდონაია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს