მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედა ენის დღეს სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში.
კვირეული 15 აპრილს გაიხსნა ღონისძიებით „ო, ენავ, ჩემო“. იმავე დღეს გაიმართა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია.
16 აპრილს ჩატარდა ტესტირება-კონკურსი ,,ვიცით და ვიცავთ მართლწერის წესებს“ VI-VII და VIII-IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.
კვირეულის მესამე დღე მთლიანად მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას („ნოდარ დუმბაძე - 90“). კლასებმა წარმოადგინეს სცენები და ილუსტრაციები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან, ჩატარდა ღონისძიება „მზიანი გულის მწერალი“ (ხელმძღვანელი: ნათელა კოჭლამაზაშვილი).
კვირეულის მეოთხე დღეს გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში.
19 აპრილს კი სკოლაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა, ნათელა კოჭლამაზაშვილმა წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეთა მშობლები და სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც