მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემა „პრაიმ შოუში“ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე ისაუბრა. თუ როგორი მამები არიან ისინი და რომელია ყველაზე გამორჩეული ამას ტექსტიდან გაიგებთ:
ვერძი ითხოვს, რომ მისი შვილი იყოს სპორტული, ივარჯიშოს, იყოს მებრძოლი სტილის. ასწავლის თამადობას, ქალის პატივისცემას და აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი.
კურო შვილის მუსიკასთან დაახლოებას ეცდება. ასევე ასწავლის გურმანობას და ხშირად ესაუბრება ერთგულებაზე.
ტყუპები შვილებისგან გონებამახვილობას ითხოვს, ასწავლის ბევრს, მოუტანს წიგნებს და ინფორმირებული იყოს.
კირჩხიბი ემოციური და მგრძნობიარეა. შვილს ჩაიხუტებს გულში და უდიდეს სიყვარულს აძლევს მას. შვილის აღზრდისას აუცილებელია კარგი კვება და პატრიოტიზმი.
ლომ მამას რომ ისეთი შვილი ჰყავდეს, რომელიც პირველი არ არის ეზოში, ეს ხომ მისთვის შეურაცხყოფაა. მისი შვილი საუკეთესო უნდა იყოს, გარეგნობითაც და ფინანსებითაც. ასწავლის როგორ უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში.
ქალწული შეიძლება გადაყვეს თავის შვილებს, ასწავლის წესრიგს, პროფესიონალიზმს, მაგრამ ცოტა ცივია. გულში ჩაკვრა, მოხვევა და სიყვარულის გადაცემა უჭირთ.
სასწორი ბავშვთან ურთიერთობას კომპრომისებით აგვარებს. ძალიან თბილია და დიპლომატიური გზითა და მშვიდობიანი ტონით ურთიერთობს შვილებთან. არ თრგუნავს ბავშვებს.
მორიელი მამა ძალიან მკაცრია, თან ვერაფერს გამოაპარებ. სახლში დაბრუნებული შვილი რა განწყობაზეა, მომენტალურად გრძნობს. პირველი რასაც ასწავლის ისაა რომ ტყუილი არ თქვას. ასწავლის იყოს უშიშარი, მებრძოლი და ისწავლოს დამოუკიდებლობა.
მშვილდოსანი შეიძლება ყირაზე დადგეს და ბავშვებთან ერთად ისე ითამაშოს. ატარებს ბევრს და შეაყვარებს მოგზაურობას. მოაქვს მისთვის ბევრ წიგნები და ოპტიმიზმს სდებს ბავშვში.
თხის რქა ძალიან მკაცრია, მომთხოვნი, მაგრამ შვილს რომ ჩაეხუტოს ძალიან დიდი შედეგი უნდა დაინახოს შვილში. აქცევს ყურადღებას გარეგნობას, მის პროფესიონალურ ზრდას და მომთხოვნია ზედმეტი ემოციების გარეშე.
მერწყული ცხოვრებას მსუბუქად უყურებს და შვილსაც უმარტივებს ცხოვრებას. ასწავლის მეგობრობას და ზრუნავს მის ინტელექტუალურ განვითარებაზე.
თევზები „ზე მამაა“, ასეთი გადამკვდარი შვილებისთვის იშვიათია. ყოველთვის მოსდის ცრემლები, როგორც შვილის წარმატებაზე, ასევე ცუდად ყოფნაზე. იმდენად უყვარს საკუთარი შვილი რომ ემოციებს ვერ იოკებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.