სიახლეები
სიახლეები

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად კონკურსები გამოცხადდა 
03-05-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით, 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსებს აცხადებს:

· 2019 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი.

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული და ქართული როგორც მეორე ენების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე თუ მონაწილეს წარმოდგენილი არ ექნება საკონკურსე ვიდეო, მისი კანდიდატურა არ განიხილება. ვიდეო უნდა იყოს ჩაწერილი იმ ენაზე, რომელსაც მასწავლებელი ასწავლის.

რეგისტრაციის ვადა: მიმდინარე წლის 2 მაისი - 16 მაისი

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა -  საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია

თოვლი, ძლიერი ქარი, ნისლი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

მეორე სემესტრის დასვენებისა და სასწავლო დღეების შესახებ დეტალური ინფორმაცია

რა იცვლება I-XII კლასების მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან - დეტალები ესგ-დან

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს

ღონისძიებამ მოსწავლე-მასწავლებლებს ზღაპრული საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩეულად ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება