მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და წიგნისმოყვარულთა კლუბის წევრები ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ ქუთაისის მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პოეტ ანდრეა სინაურის (ქუთაისში ლიტერატურულისალონის დამაარსებლის) კირიკე ლორთქიფანიძის, იოსებ ოცხელის, მელიტონ ბალანჩივაძის და სხვა გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავებს პატივი მიაგეს.
შემდგომ ღონისძიებამ თავად ანდრეა სინაურის ლიტერატურულ-მუზეუმ-ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა. მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის თანამშრომლების მინი-ლექცია გულდასმით მოისმინეს, გაეცნენ ანდრეა სინაურის ბიოგრაფიულ დეტალებსა და ლექსებს.
„მოსწავლეები გულდასმით უსმენდნენ სტუმართმოყვარე ბიბლიოთეკარებს, მადლიერებას გამოხატავდნენ საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მოტივირებული მოსწავლეებისა და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ნოვატორი დირექტორისადმი, რომელმაც ღონისძიების დასასრულს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საჯარო ბიბლიოთეკის კვირეულის ორგანიზატორებს და უახლოეს დღეებში სასკოლო პროექტის - „ჩვენებურების“ ფარგლებში ანდრეა სინაურის ლიტერატურულ მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის გასვლითი სამუზეუმო გაკვეთილის ჩატარება დაანონსა. ეს დღე სკოლის ცხოვრების ამსახველ მატიანეშიერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ჩაიწერება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...