მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის XIა და Xა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მ. ნებაძის ხელმძღვანელობით გააცოცხლეს სცენა და მშობლიური ფესვმაგარი ენის ქება-დიდება და ხოტბა კიდევ ერთხელ წარმოთქვეს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ის რთული და სისხლიანი გზა ქართული ენის არსებობისა და შენარჩუნებისათვის, ჩვენმა წინაპრებმა რომ განვლეს. ეს იყო 1956 წლის მარტის, 1978 წლის 14 აპრილის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღეები. მათ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვათა ღვაწლის, ქართული ენის თვითმყოფადი ანბანის, ახალი ქართული ენის ჩამოყალიბებისა და სხვა საკითხების შესახებ.
„მოსწავლეები მხატვრულად კითხულობდნენ იოსებ ნონეშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის დედა ენაზე შექმნილ არაჩვეულებრივ ლექსებს. ამ საღამომ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა უდიდეს განძს ვფლობთ ქართველები ქართული ენის სახით. შეახსენა, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან: ენა, მამული, სარწმუნოება, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და დავიცვათ“ - აღნიშნეს სკოლაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ახალციხის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც