სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

ხულოში სახალხო „ეტალონი“ - მაღალმთიანი აჭარის ბრწყინვალების ღონისძიება გაიმართა
03-05-2019
-
+


დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტის სოფლების გამორჩეული ადამიანები და მათი გულშემატკივრები ხულოს სახალხო „ეტალონის“ ირგვლივ გაერთიანდნენ.

ბრწყინვალე ღონისძიება საქართველოს ეროვნული ერთიანობის იდეას, ხულოს ნიჭიერების წარმოჩენას, განათლების პრიორიტეტად დასახვასა და აჭარის ისტორიული როლის წარმოჩენას ემსახურებოდა. ყოველივე ზემოთქმული კი წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობაა.                

შეხვედრა ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მას „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ინტელექტუალურ კონკურსში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხულოელები მონაწილეობდნენ და მათ ერთიანობის, განათლებისა და წინსვლის იდეა აერთიანებდათ.

საამაყო ხულოელებთან ერთად ღონისძიებას აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ესწრებოდნენ.

ხულოს სახალხო „ეტალონში“ გამარჯვებულის ტიტული იოსებ შავაძეს ერგო დიდაჭარიდან:

„დღევანდელმა „ეტალონმა“ განათლების, ერთიანობისა და წინსვლის იდეით შეგვკრიბა აქ და ჩვენი ისტორიის გახსენებით ხულოსა და სამშობლოსადმი სიყვარული კიდევ უფრო გაგვიღვივა. დღეს ჩვენ აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ და ყველას ჩვენი მხარის გაბრწყინება გვსურს.“

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ადგილობრივებმა და ქვეყნის პრიორიტეტად ერთიანობა, სტაბილურობა და განათლება დაისახეს.

აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე:

„ეტალონმა“ ცოდნის და ერთობის ზეიმი მოაწყო ხულოში. სიამაყითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გამოვიდა. მივესალმებით ინტელექტუალურ კონკურსში ხულოს წარმატებული საზოგადოების ჩართულობას. აჭარაში ჩვენ ვიწყებთ izrune.ge-სთან ერთად უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას, რომელშიც ჩვენი 48 ათასი მოსწავლე იქნება ჩართული. ეს იქნება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, ასევე გაიზრდება მშობელთა ჩართულობა და ყველა წარჩინებული ახალგაზრდა წახალისდება.“

მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე:

„ყოველთვის დიდი სიამაყით ვესწრები „ეტალონის“ ღონისძიებებს. ინტელექტუალური კონკურსები და izrune.ge ახალგაზრდებსა და მათ ნიჭიერებას წარმატების გზას უხსნის, ჩვენ კი გვერდში ვუდგავართ ქვეყნის ბედნიერ მომავალს. მადლობა მინდა გადავუხადო გოჩა ტყეშელაშვილს და მივულოცო მონაწილეებს გამარჯვება. ყოველთვის მზად ვართ, საგანმანათლებლო ინოვაციებს ვუმასპინძლოთ ჩვენს მაღალმთიანეთში.“

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

„როგორც ყოველთვის, „ეტალონმა“ ძალიან საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზა. პროექტი თავისი ინოვაციური წამოწყებებით სასკოლო ცხოვრებას აერთიანებს, ცოდნას ახალისებს და წინსვლის მოტივაციას გვაძლევს. მივესალმებით „ეტალონის“ ეროვნულ სულისკვეთებას“.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე:

„ხულოში არაერთი სახალხო დღესასწაული გვაქვს, რომელთა შორისაც სახალხო „ეტალონი“ ნამდვილად გამორჩეულია. ეროვნულ პროექტში დღეს ყველა მონაწილე გამარჯვებულია, თითოეული ხულოელი, სხვადასხვა ასაკის ბრწყინვალე ადამიანები, რომელთაც სამშობლოზე შესტკივათ გული. მადლობა „ეტალონს“ და გოჩა ტყეშელაშვილს ამ დიდი ზეიმისთვის.“

სრული ფოტოალბომის სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება