სიახლეები
ინტერვიუ

„მოზარდთა ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი სხეული არაა და შინაგან სიჯანსაღეს გაცილებით მეტი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება“
01-04-2019
-
+


თბილისის 167–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, თამარ ბასილიძე თვლის, რომ მოსწავლეებისთვის აუცილებელია სულიერი საზრდო, რომელსაც მოზარდები ოპერაში, თეატრში, სხვადასხვა მუზეუმებში უნდა იღებდნენ. თავად მე–8 კლასის დამრიგებელია.

უნდა, ბავშვებში არსებულ აგრესიას კულტურული ღონისძიებები დაუპირისპიროს, მაგრამ ამაში ქვეყანაში არსებული სოციალური სიდუხჭირე უშლის ხელს. პედაგოგი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყოს თანხები, რომელიც მოზარდთა სულიერ აღზრდას მოხმარდება.

ქალბატონმა თამარ ბასილიძემ „ეტალონს“ საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.


– მოზარდებში ბოლო დროს განსაკუთრებით მომატებული აგრესიის ერთ–ერთ მიზეზად ქვეყანაში არსებული სოციალური სიდუხჭირე მიმაჩნია. ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მივუდგეთ. როგორც პედაგოგი,  ვთვლი, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდების სოციალურ განვითარებას. მოზარდთა ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი სხეული არაა და შინაგან სიჯანსაღეს გაცილებით მეტი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ უნდა ვიღვწოდეთ ბედნიერი და ჯანსაღი პიროვნებების ფორმირებისათვის.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, რა აკლიათ და რით უნდა გავაჯანსაღოთ მოზარდების სულიერი სამყარო?

– დღევანდელ თაობას სულიერი საზრდო აკლია. მაგალითად,  კინო–თეატრებში, მუზეუმებში სიარული, შემეცნებითი ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. ეს ყველაფერი კი, მოგეხსენებათ, მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდება. კლასში 20 მოსწავლე თუ შეკრებს თანხას რაიმე ღონისძიებისთვის, 10 მაინც გვერდზე რჩება, რაც იმ ბავშვებისთვის ტრაგედიაა და ამას მასწავლებელიც განიცდის.

ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოკითხვა ტარდება, ვინმე თუ დაინტერესებულა, გაერკვია, პროცენტულად რამდენი მოსწავლეა ნამყოფი თეატრში, ოპერაში, მუზეუმებში?! პროცენტულობაზე ვსაუბრობ და მნიშვნელობა არ აქვს, სოფლის მაცხოვრებელია, თუ ქალაქის. ქვეყანა, სადაც მოსწავლისთვის ოპერაში შესვლა 50 ლარი ღირს, თეატრში მინიმუმ – 10 ლარი, ექსპერიმენტორიუმი – 9–11 ლარი, პრომეთეს მღვიმე – 10 ლარამდე, ამას თუ დავუმატებთ ტრანსპორტის ხარჯს... სხვა ქვეყნების მაგალითს მაინც გადავხედოთ – მოზარდებისთვის ნებისმიერი მუზეუმი თუ ადგილი, სადაც მათ სულიერი საზრდო უნდა მიიღონ, უფასოა. უფასოა მხოლოდ იმ ქვეყნის მოსწავლეებისთვის კი არა, არამედ ტურისტად ჩასული მოზარდებისთვისაც. თითქმის ყველა ქვეყანაში, ქართველი და ყველა სხვა ქვეყნის სტუდენტებისთვისაც ნახევრდება ფასი ან მათთვისაც უფასოა. ჩვენ კი რა გვჭირს?! სამწუხაროდ, სკოლებს არ გააჩნიათ სათანადო ინფრასტრუქტურა და მატერიალური ბაზა, რომ მასწავლებელმა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ინტელექტის მქონე მოსწავლეების შესაძლებლობების რეალიზება. აუცილებელია მრავალმხრივი ინტელექტის სრულყოფილად დანერგვა, რაც შეუძლებელია  დღევანდელ სოციალურ მდგომარეობაში, საჭირო რესურსების გარეშე.

აუცილებელია, ქვეყნის ხელისუფლებამ და  განათლების სამინისტრომ იმსჯელონ ამ საჭირბოროტო საკითხზე და ყველამ ერთად მივცეთ საშუალება მოზარდებს, რომ განვითარდნენ, მიიღონ სულიერი საზრდო. მხოლოდ ასე თუ ჩამოყალიბდებიან სრულყოფილ ადამიანებად ყოველგვარი აგრესიის გარეშე. აუცილებლად უნდა გამოიყოს თანხები, რათა ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მომავალი თაობისთვის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება