მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „დავუმეგობრდეთ წიგნს“ განხორციელდა და ბიბლიოთეკა გაიხსნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს ის წიგნი, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნია.
„4 აპრილიდან ბიბლიოთეკა აქტიურად მუშაობს და როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან, სამომავლოდ მოხდება მისი თანდათანობით გაფართოება. ასევე ჩატარდება ვიქტორინები, რომელიც მოახდენს წაკითხულ წიგნზე ინფორმაციის განმტკიცებას და სტიმულს მისცემს უფრო მეტ მოსწავლეს აკეთოს ეს საუკეთესო საქმე და წაიკითხოს რაც შეიძლება მეტი წიგნი. მადლობას ვუხდით პროექტის ავტორებს: როლანდ ვარდიას, თამარი ბასილაიას, მარიამ ქაძანაიას, დიმიტრი ჩხეიძეს და ვუსურვოთ მათ წარმატებები მომავალშიც!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს