სიახლეები
სკოლები

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში პროექტის - ,,ჩვენ და უცხოური ენები“ ფარგლებში მორიგი კონკურსი გაიმართა
06-05-2019
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში, სკოლისა და მილსადენის კომპანია BP-ის ერთობლივი პროექტის - ,,ჩვენ და უცხოური ენები'' ფარგლებში მორიგი კონკურსი გაიმართა.

ეს წარმატებული პროექტი წელს საიუბილეო გახლდათ - 20 წლის წინ დაწყებული საქმე დღემდე აქტუალურია. კონკურსი ჩატარდა ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებში და მონაწილეობდნენ ლანჩხუთის რაიონის საჯარო და საბაზო სკოლების მოსწავლეები სამ ასკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X,XI-XII კლასელებს შორის. 

,,20 წელი გახდა რაც კომპანია BP-ის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ტარდება კონკურსი - ,,ჩვენ და უცხო ენები'', რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მათ დიდსულოვანი მხარდაჭერისათვის.
თარიღი საიუბილეოა, მაგრამ სკოლის რეაბილიტაციის გამო თავი შევიკავეთ ზეიმისაგან, თუმცა გპირდებით, რომ ახალ გარემოში ეს თარიღი აუცილებლად აღინიშნება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თამამად გეტყვით, რომ პროექტი არ კარგავს აქტუალობას. 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა და ჩვენი სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. 
წელს სიახლეც დავნერგეთ. დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები, რომელთა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს. 
იზაბელ ლომაღუა (მშვიდობის კორპუსის მოხალისე), ალეკ ბირნბაქი (მშვიდობის კორპუსის მოხალისე), ქორი ქინგი (მშვიდობის კორპუსის მოხალისე), ჟულიენ მორისი (მშვიდობის კორპუსის მოხალისე), ჰედრი იანი, ელენე ბერიკაშვილი (სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი) — ეს ის სტუმრებია, რომელებმაც ჩვენთან საუბარში საქებარი სიტყვები არ დაიშურეს თითოეულთან მიმართებაში: საოცარად მომზადებული ბავშვები, რომლებმაც გამოავლინეს უცხო ენების საუცხოო ცოდნა და მომზადება, რაც მათი პედაგოგების დიდი შრომის შედეგია“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი.

მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა - ალექსანდრე სარიშვილმა და ბესიკ ტაბიძემ, რესურსცენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე, რომელმაც წარმატებით გაიარა, როგორც პირველი, ასევე მეორე ეტაპი და სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

,,წელს უკვე მეოცედ წარმატებით ჩაიარა ამ არაჩვეულებრივმა პროექტმა და მისასალმებელია, რომ ტრადიციად იქცა. წელს საგრძნობლად მომატებულია მონაწილე ბავშვთა რაოდენობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურსი აქტუალურია, საინტერესოა და ჯანსაღი კონკურენციაა სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, რაც მათ სწავლის მოტივაციას უღვიძებს. ვულოცავ სკოლას წარმატებულ პროექტს და მადლობას ვუხდი BP-ის კომპანიას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომელთა დახმარებით ასეთი პროექტი ნამდვილად არ შედგებოდა'',- აღნიშნავს ნინო ჩიტაძე.

აი გამარჯვებული მოსწავლეები:
ინგლისური ენა: 
1 ადგილი 
დაჩი ნაკაიძე (N1 საჯარო სკოლა, პედაგოგი ნათია ფირცხალაიშვილი).
თამარ აბუსერიძე (ქვიანის საჯარო სკოლა, თალიკო თოფურია).
თინათინ გობრონიძე (N3 საჯარო სკოლა, მაია მშვიდობაძე).
სალომე ჩიკაშუა (N2 საჯარო სკოლა, ვერიკო ურუშაძე).
მე-2 ადგილი:
ქეთი ცანავა ( N3 საჯარო სკოლა, მარიკა ცინცაძე).
კოკა ჩავჩიძე (N1 საჯარო სკოლა, ეკა სიხარულიძე).
მარიამ ტაბიძე (N3 საჯარო სკოლა, მაია მშვიდობაძე).
მარიამ ხუხუნაიშვილი (N2 საჯარო სკოლა, ვერიკო ურუშაძე).
მე-3 ადგილი:
ჯემალ აფხაძე (სასულიერო გიმნაზია, თამუნა ჯორბენაძე).
ლიზი კვიტაიშვილი (N3 საჯარო სკოლა, მაია მშვიდობაძე).
გიორგი ღლონტი (N1 საჯარო სკოლა, ეკა სიხარულიძე).
ლანა მჟავია (N3 საჯარო სკოლა, ნარგიზ თევზაძე).
რუსული ენა
1 ადგილი:
ანი კვიტაიშვილი (N3 საჯარო სკოლა, ნატო ჩხაიძე).
მარიამ წილოსანი (N3 საჯარო სკოლა, ნინო მექვაბიშვილი).
ლიზი თურქია (N1 საჯარო სკოლა, ნატო ჭელიძე).
მე-2 ადგილი:
ანანო მჟავია (N3 საჯარო სკოლა, ნატო ჩხაიძე).
საბა ტუსკია (აცანის საჯარო სკოლა, ელენე ტუსკია).
რებეკა ციბენკო ( N3 საჯარო სკოლა, ნატო ჩხაიძე).
მე-3 ადგილი:
ლიზი ზენაიშვილი (N3 საჯარო სკოლა, ნინო მექვაბიშვილი).
ლია აფხაზავა (N1 საჯარო სკოლა, ნატო ჭელიძე).
დიმიტრი მაჩიტაძე (N1 საჯარო სკოლა, ნატო ჭელიძე).
ფრანგული ენა:
1 ადგილი:
ნიკოლოზ წულაძე (N3 საჯარო სკოლა, მაია წილოსანი).
ლიკა ლომაძე (ჩიბათის საჯარო სკოლა, მარიკა ჩხაიძე).
გიორგი გიორგაძე (სასულიერო გიმნაზია, მანანა წილოსანი).
ლიზი ახალაძე (სასულიერო გიმნაზია, მანანა წილოსანი).
მე-2 ადგილი:
ნანა იმნაიშვილი (N3 საჯარო სკოლა, მაია წილოსანი).
მარი კუკულაძე (ჩიბათის საჯარო სკოლა, მარიკა ჩხაიძე).
მარი ორმოცაძე (სასულერო გიმნაზია, მანანა წილოსანი).
მე-3 ადგილი:
მარი სულაბერიძე (სასულიერო გიმნაზია, მანანა წილოსანი).
გერმანული ენა:
 1 ადგილი:
თეა იმნაძე (N1 საჯარო სკოლა, მარინა მორჩილაძე).
ლაშა ჩხაიძე (სასულიერო გიმნაზია, ნინო მესხია).
მე-2 ადგილი:
სალომე კაცაძე (N1 საჯარო სკოლა, მარინა მორჩილაძე).
მე-3 ადგილი:
ნიკა ჩხაიძე (სასულიერო გიმნაზია, ნინო მესხია).


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება