მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე შესაბამისი კონკურსი უნდა გაიარონ.
აბიტურიენტები შემოქმედებითი ან სპორტულ ტურში მონაწილეობისთვის უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდებიან. კონკურსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
აღნიშნული შემოქმედებითი კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ:
ა) 3 სავალდებულო გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა), თუ საგანმანათლებლო დაწესებულებამ (პროგრამაზე) მიუთითა მეოთხე, არჩევითი გამოცდა, აბიტურიენტები ამ გამოცდასაც ჩააბარებენ.
ამასთან, თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიუთითა 3 სავალდებულო გამოცდა, მაგრამ აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება სურს, მან ნებისმიერი არჩევითი საგანი უნდა ჩააბაროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის კონკურსში.
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად (ეს პუნქტი ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს) - ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ან აფხაზური ენის ან ოსური ენის გამოცდა.
გაფრთხილება! - აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ მას არ ექნება ჩაბარებული შემოქმედებითი ან სპორტული ტური.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება