მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელის საჯარო სკოლა Izrune.ge-ს მზრუნველობასა და წარმატებებს აქტიურად იზიარებს.
სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებთან განსაკუთრებული და კრეატიული თანამშრომლობით გამოირჩევა.
მრავალ საინტერესო აქტივობას შორის, ნიჭიერი მოსწავლეები, გამოცდილი პედაგოგები და აქტიური მშობლები გამორჩეულ ღონისძიებებს დიდი სიყვარულით Izrune.ge-ს უძღვნიან.
ნახშირღელის საჯარო სკოლა დირექტორის, ვაჟა ბუიღლიშვილის შეფასებით, Izrune.ge-ს ირგვლივ მთელი სასკოლო საზოგადოება წარმატებით გაერთიანდა:
„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ჩვენი სკოლა აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს. მოსწავლეები მეტი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, მშობლები კი პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციით თვალს ადევნებენ და ავითარებენ შვილების განათლება-განვითარებას. თავად გავეცანი პორტალის შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს, ძალიან მომწონს, რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობასა და ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას სწავლობენ. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებსა და Izrune.ge-ს განათლების გზაზე.“
დღეს გვსურს, ქეთო ბრეგაძისა და მისი სადამრიგებლო პირველი „სუპერ კლასის“ გამოცდილება გაგიზიაროთ:
„ჩემი პატარებისთვის, პირველკლასელებისთვის, სკოლის ყოველი დღე სახალისოა, მაგრამ განსაკუთრებით - ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა, როცა პატარა თითებზე izrune.ge-ის ტესტების მოსვლის დღეს მოუთმენლად ითვლიან. ისინი, საოცრად მოტივირებულნი, ხალისით ერთვებიან პორტალში და მშობლებთან ერთად წარმატებით ართმევენ თავს გონივრულად შედგენილ ტესტებს. აღნიშნული პროექტის გამორჩეულობა ასევე განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ მან ხელი შეუწყო მშობლის, ბავშვისა და მასწავლებლის მჭიდრო კონტაქტს. izrune.ge- მ ინდივიდუალური და გუნდური მიდგომებით კლასი ერთიანი და წარმატებული გახადა. იმ ოჯახებს, რომლებსაც სახლში ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ, თანაკლასელების ოჯახები იწვევენ თავისთან და ერთმანეთს მზრუნველობას უზიარებენ. ცოტა ხნის წინ კლასში გვირილობის დღესასწაული აღვნიშნეთ და წარმატებული აპრილის გვირილებით მოხატული დიპლომებით ხელდამშვენებულებმა ხალისიანი ფოტოსესიაც მოვაწყვეთ, პოსტერების შექმნაში მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა და შეიმუშავეს დევიზი: „მშობელთა ჩართულობა ჩვენი შვილების ნათელი მომავლის საწინდარია.“ მადლობა izrune.ge-ის , რომ არსებობს, -“ ქეთო ბრეგაძე.
პირველი „სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული მოსწავლე ანა ფორჩხიძეა, რომელიც ყოველი ტესტების დღეს მოუთმენლად ელის და ერთი სული აქვს, როდის გაუზიარებს კლასელებს წარმატებას:
„ყველა საგანი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით ქართულის გაკვეთილები მიყვარს. დედასთან ერთად ველოდები ხოლმე ტესტებს და ვცდილობ, ბევრი სწორი პასუხი გავცე კითხვებს, რომ ვარსკვლავები და დიპლომები დავაგროვო. მერე მეგობრები ვლაპარაკობთ ხოლმე კლასში izrune.ge-ზე და მასწავლებელიც გვამეცადინებს, რომ უკეთესი ქულები ავიღოთ.“
ანაზე განსაკუთრებით დედა, ქრისტინე ნიშნიანიძე ზრუნავს, რომლის შეფასებითაც, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი კლასში ჯანსაღ კონკურენციასთან ერთად, მეგობრულ და გუნდურ განწყობას ქმნის:
„ანას განათლებისა და წინსვლისთვის მისი თითოეული თანაკლასელის წარმატება და კლასში ჯანსაღი გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მახარებს, რომ არაერთხელ მოვიპოვეთ „სუპერ კლასის“ ტიტული და მჯერა, izrune.ge-ს საინტერესო მიდგომებითა და სკოლასთან აქტიური თანამშრომლობით საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“
„სუპერ კლასის“ ერთერთი წარმატებული წევრი თამაზ ვირსალაძეა. ის სკოლაში მიღებულ ცოდნას Izrune.ge-ზე ხალისითა და დიდი ინტერესით იღრმავებს:
„მიყვარს სკოლაში სიარული, ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. გაკვეთილზე ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობთ და შემდეგ Izrune.ge-ზე ხალისით ვმეცადინეობთ. ერთი სული მაქვს, როდის მოვაგროვებ ბევრ დიპლომს.“
თამაზი ტესტებს დედასთან, ლალი კლდიაშვილთან ერთად გადის. მშობლის შეფასებით, მოსწავლეები Izrune.ge-სთან ერთად მრავალმხრივ იზრდებიან და ვითარდებიან:
„ტესტებს ყოველთვის დილით, ძალიან ადრე გავდივართ ხოლმე. თამაზი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ამ დღეს. მახარებს ჩემი შვილისა და მისი თანაკლასელების ინტერესი შემეცნებისა და წინსვლის მიმართ. ვფიქრობ, Izrune.ge-სთან ერთად ბავშვები მრავალმხრივ განვითარდებიან და მნიშვნელოვან გამოცდილებას დააგროვებენ მომავალი წარმატებებისთვის.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ