რეაბილიტირებული ქუთაისის N30 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
06-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ რებილიტირებული ქუთაისის N30 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი, ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ელისაბედ რუდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, იმერეთის რეგონის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.