სიახლეები
სიახლეები

„კომპეტენციის დადასტურება არ ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი ხარ“ - როგორ აფასებენ მასწავლებელთა გამოცდას
06-05-2019
-
+


მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მაისის თვეში გამოცხადდება. აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ გეგმასთან ერთად გააჟღერებს, რომელიც პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას, სქემას და გამოცდებს შეეხება. როგორც ცნობილია, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვება აღარ მოუწევთ და სტატუსის შესაცვლელად გამოცდას ჩააბარებენ.

Etaloni.ge დაინტერესდა როგორ აფასებენ ამ ეტაპზე არსებულ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდას, ეხმარებათ თუ არა პედაგოგებს გამოცდის ჩაბარება პროფესიული საქმიანობის დროს და რა უნარებს უნდა ფლობდებს მასწავლებელი საგნის ცოდნის გარდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მასწავლებლების ტრენერმა ანა კვიჟინაძემ განაცხადა, გამოცდის ჩაბარება ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ის მასწავლებლის მხოლოდ თეორიულ მშრალ ცოდნას აფასებს და არა მის პრაქტიკულ შესაძლებლობებს - როგორ შეუძლია მისი ცოდნის მოსწავლისთვის გადაცემა, სხვადასხვა სიტუაციებში სწორი ქცევის უნარი და ა.შ.

„ვფიქრობ, გამოცდები არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვის ტარდება იმ მიზნით, რომ გარკვეული ცოდნა შევამოწმოთ. რაც შეეხება მასწავლებლებს, თუკი გამოცდა მხოლოდ იმ მიზნით ტარდებოდა და ტარდება, აქვს თუ არა მას საგანში შესაბამისი ცოდნა, გასაგები და მისაღებია. მაგრამ ამ გამოცდის გავლის შემდეგ პირდაპირ პედაგოგის უფლების მინიჭება არ არის სწორი, რადგან კომპეტენციის დადასტურება გამოცდით, არ ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი ხარ.

მასწავლებელი გარდა საგნის ცოდნისა, აუცილებელია ფლობდეს სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იცოდეს კლასის მართვის, დროის მენეჯმენტის, კონფლიქტების მოგვარებისა და სხვა სიტუაციებში მოქცევის უნარი, რომელიც მის მიერ საგნის სწავლებას ეფექტურს გახდის. ერთია, რა იცი და მეორეა, რისი გადაცემა შეგიძლია მოსწავლისთვის. მხოლოდ კომპეტენციის დადასტურება და იმის თქმა, რომ მასწავლებელმა კარგად იცის ფიზიკა და მათემატიკა, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი მასწავლებელია.

ზოგადად, ასეთი ტიპის გამოცდის არსებობა და დანიშნულება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ვერ აფასებს და ვერ ზომავს მასწავლებლის კვალიფიკაციას. რაც აქამდე გვქონდა და რაც არ მომწონდა, მხოლოდ საგნის კომპეტენციის დადასტურებაა. თუმცა თუ იქნება კომპეტენციის დადასტურებას პლიუს პრაქტიკული მუშაობის შეფასება და პრაქტიკის მიხედვით მასწავლებლის შეფასება, გარკვეულ შედეგს მოგვცემდა და იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ანა კვიჟინაძე.

etaloni.ge-მ აზრი პედაგოგებსაც ჰკითხა... როგორც თბილისის N120 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლუბა ახობაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვითხრა, უმჯობესი იქნება თუკი გამოცდები, თავიდან ბოლომდე ისეთი ტრენინგებით ჩანაცვლდება, რომლებიც მასწავლებლებს მათთვის სასურველ და საინტერესო თემებზე მიაწვდის ინფორმაციას. ვინაიდან პედაგოგის პროფესია ისედაც საკმაოდ ემოციურია და გამოცდა დამატებითი სტრესია.

„მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდა მასწავლებლის ცოდნის განმსაზღვრელია, თუმცა პრაქტიკულ საქმიანობაზე გავლენა არ აქვს. ზოგადად გამოცდები ცუდი არ არის, თუმცა გააჩნია როგორი სახით ჩატარდება და რა მიმართულება ექნება ამას. ვფიქრობ, სასურველია ჩატარდეს ტრენინგები გამოცდილების გაზიარების მიზნით. მასწავლებლის პროფესია ემოციურად ისედაც საკმაოდ დატვირთულია და თუ ამისგან გათავისუფლდებიან, ძალიან კარგი იქნება. იმ შემთხვევაში თუ პედაგოგს გარკვეულ საკითხში ენდომებოდა დამატებითი ცოდის შეძენა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, უნდა ტარდებოდეს ტრენინგები და ამ სახით იღებდეს მასწავლებელი დახმარებას თუ გამოცდილებას“, - განაცხადა ლუბა ახობაძემ.

მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდა რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას აფასებს, რომელიც საკმარისი არ არის, ამას თბილისის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი თეონა მერებაშვილიც გვეუბნება.

„მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ამოწმებს, პრაქტიკულ ნაწილს სრულაიდ არ მოიაზრებს. მართალია თეორიის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაცილებით უფრო ღირებულია მასწავლებლებისთვის. შესაბამისად, თუკი გამოცდები ისე შეიცვლება რომ თეორიულთან ერთად პედაგოგების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოცდასაც გაითვალისწინებს, ეს ჩემთვის მისასალმებელი და მისაღები იქნება“, - განაცხადა თეონა მერებაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა -  საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია

თოვლი, ძლიერი ქარი, ნისლი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

მეორე სემესტრის დასვენებისა და სასწავლო დღეების შესახებ დეტალური ინფორმაცია

რა იცვლება I-XII კლასების მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან - დეტალები ესგ-დან

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს

ღონისძიებამ მოსწავლე-მასწავლებლებს ზღაპრული საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩეულად ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება