მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ინგლისურის ენის მასწავლებლის, ციცი ჭანტურიას ინიციატივით იმიტირებული არჩევნები გაიმართა.
არჩევნებში მათ პირობითად უნდა აერჩიათ სკოლის დირექტორი. 33 ხმით გაიმარჯვა IX კლასის წარმომადგენელმა კანდიდატმა, გიორგი ქუჩულორიამ.
სხვა კანდიდატები იყვნენ: გიორგი ქუჩულორია, ნიკოლოზ აბულაძე და ლიზი კვარაცხელია.
პროექტში VII-XII კლასები მონაწილეობდნენ.
„პროექტმა ხელი შეუწყო დემოკრატიული განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას. მოსწავლეებმა დავალებას დიდი ენთუზიაზმით გაართვეს თავი. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ავითარებს და ხელს უწყობს დემოკრატიულ დიალოგებს, რომელიც ნიშნავს ღიაობას, ანგარიშვალდებულებას, ეფექტურობასა და თანხმობას. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება დემოკრატიულ ჩართულობას პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა „დემოკრატია ბავშვთა ხელშია“. ამ პროექტის მიზანია, გაზარდოს ბავშვთა შეხედულებები დემოკრატიულ საკითხებში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მისი ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა