მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, დარგობრივი მახასიათებლის მიზანია, ენათა ზოგადევროპულ ჩარჩოზე - (CEF) დაყრდნობით განსაზღვროს ის მინიმალური ენობრივი კომპეტენცია, რომელსაც სავალდებულოდ უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ პირი, რათა მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, აფხაზურენოვანი) სკოლა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ქართული ენის იმგვარი ცოდნა, რომ აბიტურიენტმა შეძლოს: წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე; სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება