სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ახალგაზრდებს თვითშეფასებას უყალიბებს, მათი ცოდნისა და ემოციების მობილიზებას ახდენს“  - ძველი თბილისის სკოლები ჩემპიონატს აფასებენ
06-05-2019
-
+


ძველი თბილისის სკოლებში 16 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური რაიონების მიხედვით 13-17 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდებიან.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი:

„ჩემპიონატები და სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შეჯიბრება, გარკვეულ წილად, სტრესთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა შევძლოთ და მოსწავლეები გამოცდილების მიღების კუთხითა და წინსვლის მოტივაციით დავაინტერესოთ. სწორედ ამ საქმეს ემსახურება „ეტალონი“, რომელიც ახალგაზრდებს თვითშეფასებას უყალიბებს, მათი ცოდნისა და ემოციების მობილიზებას ახდენს და სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებს აჩვევს. ამავე უნარებს ავითარებს Izrune.ge-ც, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვით წარმატების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.“

თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დავით წამალაშვილი:

„მივესალმებით შემეცნებით და მამოტივირებელ აქტივობებს. ჩვენი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“ და წარმატებითაც ასპარეზობენ. საინტერესო კითხვებითა და მამოტივირებელი მიდგომებით ახალგაზრდები საკუთარ ძალებს ცდიან და მომავალი წარმატებებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებენ.“

თბილისის N21 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ირინა ახალაია:

„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები მაღალი მოტივაციით ერთვებოდნენ ჩემპიონატში და შემართებით ცდილობდნენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას. წარმატებებს ვუსურვებ მათ ჩემპიონატის მეორე ტურში, ჩემპიონატისა, რომელიც მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებასა და წახალისებას ემსახურება.“

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ხარხელი:

„ტესტირების პირველი ეტაპი ძალიან საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შეუფერხებლად წარიმართა. მივესალმები პროექტს, რომლის მთავარი ღირსებაც მოსწავლეთა სწავლისადმი დაინტერესება და წინსვლის მოტივაციაა. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა და მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“

თბილისის N28 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ია ტუშური:

„მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მოტივაციით ჩაერთნენ „ეტალონში“, ჩემპიონატში, რომელიც სითამამეს, ცოდნის ეფექტურ გამოვლენასა და წარმატებისკენ სწრაფვას აჩვევს ახალგაზრდებს. ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ მოუთმენლად ვემზადებით მეორე ტურისთვის.“

თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე: 

„ეტალონთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სკოლაშიც ვახალისებთ, რეიტინგების მიხედვით ვაწყობთ მილოცვებს, წარმატებული ახალგაზრდები თანასკოლელებს გამოცდილებას უზიარებენ და „ეტალონიც“ სულ უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული ხდება. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მაღლდება ტესტებისა და ჩემპიონატის შინაარსი, ხარისხი. პროექტი მიღებული ცოდნის ეფექტურად გააქტიურებას უწყობს ხელს, რაც მისასალმებელია.“

თბილისის N37 საჯარო სკოლის  ეტალონისპედაგოგი ია სეხნიაშვილი:

„მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა „ეტალონის“ მიმართ. შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები, სადაც აქტიურად ვემზადებით ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად. პროექტი ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრასა და მეცადინეობის საჭირო მიმართულებით წარმართვაში ეხმარება. ტესტირების პირველი ეტაპი პოზიტიურ გარემოში წარიმართა. მოსწავლეები მაქსიმალური მობილიზებით შეუდგნენ წერას და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. ახლა მოუთმენლად ველით მეორე ტურზე ასპარეზობას.“

თბილისის N53 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ნინო ბურდული:

„კარგია, როდესაც მოსწავლეები სწავლითა და წინსვლით არიან დაინტერესებულნი და მაღალი აქტივობით ერთვებიან „ეტალონში“. პროექტი მათ მრავალმხრივ, წარმატებისთვის საჭირო უნარს უვითარებს, ასწავლის ცოდნის ეფექტურ გამოვლენას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ მოტივაციას. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვიწყებთ მზადებას.“  

თბილისის N98 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი თამაზ შარაშიძე:

„ეტალონი“ ახალგაზრდებს მრავალთა შორის ერთერთ უმნიშვნელოვანეს უნარს, ფართო და ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა ჩვენს სკოლაში. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოსცადეს, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები დაინახეს და ახლა მეტი შემართებით ემზადებიან მეორე ეტაპისთვის.“

თბილისის N104 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი:

„მივესალმებით „ეტალონსა“ და მის საგანმანათლებლო მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ არაქართულენოვანი სკოლა ვართ, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად და წარმატებებითაც ერთვებიან ჩემპიონატში. პროექტი მათ საგნობრივ ცოდნას უღრმავებს და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს. მინდა, მეტი წინსვლა ვუსურვო „ეტალონსა“ და ჩვენს ახალგაზრდებს.“

თბილისის N104 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ალინა ავეტიანი:

„მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან „ეტალონში“. მათ მოსწონთ პროექტის შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები. ჩემპიონატთან ერთად ახალგაზრდები უფრო თამამები და მიზანდასახულები ხდებიან, იღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და მომავალი წარმატებებისთვის ემზადებიან.“

თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი მედიკო მირზაშვილი:

„ეტალონთან“ ერთად მოსწავლეები ინდივიდუალურ მუშაობას სწავლობენ, საკითხებზე არიან კონცენტრირებულნი და საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ზოგად განათლებას იღრმავებენ. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი მათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარსა და ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს.“

თბილისის N212 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ირმა დორეული:

„წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. მოსწავლეებმა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოიჩინეს ტესტირებაზე თავი. „ეტალონი“ ახალგაზრდებს განათლებისკენ მომართავს და წინსვლის სტიმულს უჩენს, რაც მისასალმებელია.“

თბილისის N214 საჯარო სკოლა  დირექტორი თამარ შუბლაძე:

„სკოლაში „ეტალონის“ პირველი ეტაპი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. სამიზნე აუდიტორიიდან მრავალმა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი და წარმატებითაც იასპარეზა. მივესალმებით „ეტალონს“, იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდებში ცოდნის კონცენტრირებას უწყობს ხელს, აღვივებს ინტერესს სწავლის მიმართ და აჩვევს ტესტირების ფორმატს, რომელიც არა სტრესთან, არამედ სწავლისა და ცოდნის წარმოჩენის სასიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული.“

თბილისის N214 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ლიანა იაშაღაშვილი:

„ეტალონი“ ახალგაზრდებს საგნობრივ ცოდნას უღრმავებს და მნიშვნელოვან ზოგად განათლებას აძლევს, ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის და წინსვლაში ეხმარება. მივესალმებით ეროვნულ ჩემპიონატს და წარმატების იმედით მივდივართ მეორე ტურზე.“

 

 შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება