მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით, წელს თავისუფალი დასწრება აღარ გამოცხადებულა და სასწავლო წლის ბოლომდე „არები“ იწერება, მოსწავლეების უმეტესობა სკოლებში მაინც არ დადის.
როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ამბობს, თითქმის თვეზე მეტია სასწავლო პროცესი პრაქტიკულად აღარ ტარდება. მარიამის თქმით, მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში აღარ დადის და მასწავლებლებიც აღარ ითხოვენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ სკოლამ უკვე გადასცა სამინისტროს ექსტერნის სიები.
„კლასში 29 მოსწავლე ვართ და ყოველდღიურად 3-4 ჩვენგანი დადის, ისიც რამდენიმე გაკვეთილზე. ჩვენი კლასიდან თითქმის ყველა აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მთელი მობილიზება აქეთ გვაქვს მიმართული. თვეზე მეტია, რაც სასწავლო პროცესი აღარ ტარდება, სკოლაში აღარც დავდივართ და ამას არც მასწავლებლები ითხოვენ ჩვენგან. ვიცით, რომ გაცდენილი საათები საპატიოდ არ ითვლება, მაგრამ პედაგოგები შეღავათს გვიკეთებენ და ჟურნალში „არებს“ არ აღრიცხავენ. ამასთან, სკოლამ უკვე გადაუგზავნა სამინისტროს ექსტერნის გამოცდაზე გასასვლელი მოსწავლეების სია, შესაბამისად უკვე ყველა მშვიდად არის და „არებს“ ყურადღებას აღარ აქცევენ. მე როგორც ვიცი, თითქმის ყველაგან ასეა, თუ ძალიან მომთხოვნი არ არის სკოლა, დასწრებას და გაკვეთილის ჩატარებას არც არავინ ითხოვს“, - აცხადებს მარიამი.
Etaloni.ge-ს ესაუბრა კიდევ ერთი მე-12 კლასელი მოსწავლე გიორგი. მისი თქმით, გაკვეთილები უკვე 2 კვირაზე მეტია არც მას უტარდება.
„გაკვეთილები არ ტარდება, ახლა გასართობად უფრო დავდივართ. „არებს“ მასწავლებლები იშვიათად წერენ და ამ მხრივ პრობლემა არ გვექმნება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი დირექტორმაც იცის, მაგრამ არაფერს ამბობენ, ალბათ, აზრიც არ აქვს. საატესტატო გამოცდები გაუქმდა და იმ საგნებში მომზადებაც აღარ გვიწევს, რომელსაც CAT -ის გამოცდების ჩასაბარებლად იყო საჭირო, ამიტომ მასწავლებლებიც მშვიდად არიან და დირექტორიც“, - გვეუბნება გიორგი.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს და მოსწავლეების დასწრებაც არ შეცვლილა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთი და ორი მაგალითით საერთო სურათის დანახვა და იმის გაგება, რამდენად ტარდება ან არ ტარდება გაკვეთილები მე-12 კლასელებისთვის, თუმცა თუკი წინა წლებს გადავხედავთ და მე-12 კლასელების უმეტესობას დავუჯერებთ, სასწავლო პროცესის წარმართვაზე გავლენა თავისუფალი დასწრების გაუქმებას არ მოუხდენია.
განათლების სამინისტროს მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმების ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეების სკოლისკენ შემობრუნება იყო, რათა ისინი უფრო მეტად ყოფილიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი და არა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე ორიენტირებულნი.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
იხილეთ ასევე: მე-12 კლასელებისთვის წელს გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...