სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N21 საჯარო სკოლაში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემულ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-05-2019
-
+


აფხაზეთის N21 საჯარო სკოლაში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემულ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიებას პედაგოგი მზია ადამია ხელმძღვანელობდა.

სკოლაში, პედაგოგისა და მოსწავლეთა ინიციატივით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირების ხსენების დღე აღნიშნეს. 

„ეს დღე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირების ხსენების დღეა. იმ გმირებისა, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო ერთიანი საქართველო და საქართველოთი ბედნიერი აფხაზეთი. ღონისძიების დღე იყო ემოციურად დატვირთული, სულიერი ცხოვრების ანარეკლი, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი. ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ავსებდნენ და ამშვენებდნენ ქალბატონ მზია ადამიას მიერ ჩატარებულ ღონისძიებას.

ქალბატონი მზია აფხაზეთის გულმხურვალე სიყვარულით იწვის და არ კარგავს იმედს,რომ აფხაზეთში დაბრუნდება ურყევი რწმენითა და ხვალინდელი მომავლის იმედით, იბრძოლებს ერთადერთი და სანუკვარი მიზნისთვის, რასაც აფხაზეთში დაბრუნება ჰქვია.
აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის დირექციის სახელით ქალბატონ მზიას გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ არაჩვეულებრივი ღონისძიების ჩატარებისათვის.

ასეთ ძლიერებს, გამბედავებს, ქვეყნის მოჭირნახულეთ და მოსიყვარულეთ მტერი ვერას დაგვაკლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სალხინოს ტერიტორიაზე 1953 წელს გახსნილი ჰესი მოინახულეს

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება