მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედი მასწავლებლისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია ტრენინგზე - „Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს 0,5 კრედიტქულა მიენიჭება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook, Microsoft Forms, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში.
ტრენინგი მოიცავს: 12 საკონტაქტო და 0.5 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება სამი დღე, დღეში 4 საათი).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აუცილებელი პირობა: მასწავლებელი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, კერძოდ, უნდა იცოდეს ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა, დაფორმატება; ელექტრონული ფოსტის გამოყენება; Windows ოპერაციულ სისტემაში მუშაობა.
ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება