მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ფრთხილად და წინდახედულად გაიარეთ ეს პერიოდი. სასურველია მცენარესაც თუ არ ახლებთ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში გადადის და წინ კოსმიური გამოცდები გელოდებათ, არ უნდა შეგეშინდეთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ თევზებმა: თავდაჭერა, დაფიქრება
სანამ რამეს გააკეთებდეთ, ცხრა თვის განმავლობაში გაორმაგებული ყურადღება გმართებთ თქვენი
ზღვარგადასული ფანტაზიებიდან გამომდინარე. ასევე გადაეჩვიეთ ტყუილს. “ - აცხადებს მიხეილ
ცაგარელი კვირის ვრცელ პროგნოზში, 6-12 მაისის შუალედში.
ვერძისთვის 8 მაისიდან კარიერულად საუკეთესო პერიოდი
იწყება. საუკეთესო დროა ახალი საქმის დასაწყებად, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
და ყველაფრისთვის, რაც წარმატებას მოგიტანთ.
კურო აქტიური და ენერგიულია თუმცა შესაძლებელია ფინანსურმა
დანაკარგებმა იჩინონ თავი. კარგი დროა სპონსორების საპოვნელად თქვენი იდეების განსახორციელებლად.
ძალიან კარგი დროა 8 რიცხვიდან საბანკო ოპერაციებისთვის.
ტყუპებს სიფრთხილე მართებთ, რადგან დაბადების წინა პერიოდი დაეწყოთ და დიდია იმის შანსი
რომ დისკომფორტი ჰქონდეთ. ამიტომ ეს კვირა ითხოვს სიფრთხილეს, ფრთხილად მიუდექით ფინანსურ
ხარჯს. მოიმატებს ინტრიგების და ჭორების ფაქტორი.
კირჩხიბისთვის პირველი ორი დღე დაძაბულია, შეიძლება კრიტიკის
ქარ-ცეცხლში აღმოჩნდეთ. თუმცა ფინანსურად კარგი პერიოდი გაქვთ შესაძლებელია დააბრუნოთ
ვალი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
ლომები არ უნდა აჰყვეთ პროვოკაციებს. პარტნიორების მხრიდან
თქვენი მოტყუების ალბათობა მოიმატებს. კვირის მეორე ნახევრიდან იპოვით საინტერესო და
პერსპექტიულ სამსახურს. ნებისმიერი ინიციატივა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
გამოიწვევს.
ქალწულები მოერიდეთ კოლეგებთან კამათს. მეორე ნახევარი
კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. ასევე მოლაპარაკებისთვის და მსხვილი საყიდლებისთვის.
შეიძლება უძრავი ქონებაც კი შეიძინოთ.
სასწორს კონფლიქტების პერიოდი აქვს, მაგრამ კვირის მეორე
ნახევრიდან შედარებით დამშვიდდება. პოზიტიური ცვლილებები გექნებათ. უფრო მეტად იპოვით
საერთო ენას გარშემომყოფებთან. ასევე ელოდეთ მოულოდნელ შემოსავალს.
მორიელები ისევ ბრძოლებში არიან. წინა პლანზე წამოიწევს
იმპულსურობა, რაც პარტნიორთან ემოციურად დაგძაბავთ. მეორე ნახევრიდან შედარებით დამშვიდდებით,
ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. რომანტიკული
ურთიერთობები წამოიწევს წინა პლანზე.
მშვილდოსნების ცხოვრება 8 რიცხვის შემდგომ დამშვიდდება.
კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, გავლენიანი ადამიანების გასაცნობად. იყავით ფრთხილი,
წინდახედული.
თხის რქები 8 მაისის მერე ამოისუნთქებთ, მოაგვარებთ
ძველ კონფლიქტებს და ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი. მოგიხდებათ რთული და ხანგრძლივი
პრობლემების გადაჭრა, რაც გაგათავისუფლებთ.
მერწყულებს მეტი დრო გქონდეთ ბუნებასთან, ასევე ოჯახის
წევრებთან ურთიერთობაში. იპოვით საერთო ენას სხვა ადამიანებთან და მოხდება შინაგანი
მდგომარეობის ერთგვარი რევიზია.
თევზები მოერიდეთ ყველანაირ კამათს, მშვიდად გაიარეთ
ეს პერიოდი. შემოქმედებითი მუშაობა გააუმჯობესებს თქვენ საქმიან ურთიერთობებს და სხვა
სიხალისეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება