მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში გიორგობა და ჯგალელობა აღნიშნეს.
6 მაისი წმინდა გიორგის აღსრულების დღეა და სრულიად საქართველო ზეიმობს ამ საუფლო დღესასწაულს. წლევანდელი 6 მაისი ჯგალის თემში განსაკუთრებულად აღნიშნეს. სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრის მამა ილია ლუკავას ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას-ჯგალელობას და ამ დღეს კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში საეკლესიო და საერო დღესასწაული (გიორგობა და ჯგალელობა) ერთად აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგალის ისტორია და კულტურა. გაიხსენეს ღირსეული მამულიშვილები. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „დიდი წალენჯიხელი“ კალისტრატე სალიას ცხოვრება და მოღვაწეობა.
სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეორგოლით - „თანამედროვე გმირები“ პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ჯგალის მკვიდრი, კობა ხარჩილავას ხსოვნას, წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, წმინდა გიორგიზე, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს.
სკოლის ეზოში მოსწავლეების დამზადებული ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოება და სრულიად საქართველო დალოცა ცხუმ-ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ილია ლუკავამ, სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ტრაპეზი გაიმართა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები