მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში მათემატიკის უფროსმა პედაგოგმა, ნონა მენაბდიშვილმა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე „ნიშანთა არითმეტიკა“ ჩაატარა.
გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი, რომელმაც თავისი აზრი გაკვეთილის შესახებ etaloni.ge-ს გაუზიარა:
„საატესტატო გამოცდების გაუქმებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთი ნაწილის აზრით, ეს დააქვეითებდა მოსწავლეებში სწავლის ხარისხს, ხოლო ნაწილი შიშობდა, რომ მოსწავლეები აღარ ივლიდნენ სკოლაში, თუმცა დღევანდელმა გაკვეთილმა სრული უფლება მომცა აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება მქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია მათემატიკის საგანთან შეხება აღარ მაქვს მთელი გაკვეთილის განმავლობაში დიდი ინტერესით ვისმენდი გაკვეთილზე განხილულ თემებს და გული მწყდებოდა, რომ მოსწავლეების მსგავსად, არ მქონდა გაკვეთილზე მონაწილეობის შესაძლებლობა. გაკვეთილი იყო ინტერაქტიული, მასწავლებელს მოსწავლეთა ინტერესი, მოტივაცია, რომ არ დაეკარგა მთელი გაკვეთილის განმავლობაში შემოჰქონდა სხვადასხვა ტიპის მაპროვოცირებელი შეკითხვები და მაგალითები. გაკვეთილზე ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა საგნის წინარე ცოდნა, გაკვეთილზე სხვადასხვა მაგალითების ამოხსნის დროს, მოსწავლეები ძალიან კარგად იყენებდნენ წინა გაკვეთილებზე შესწავლილ თეორიულ მასალას. მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს შეაჯამა გაკვეთილი გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს შეადარა. ამ აქტივობამ აჩვენა რომ გაკვეთილის გეგმით დასახული მიზანი სრულად იქნა მიღწეული“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“