სიახლეები
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა ლენ“ გაიმართა
08-05-2019
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის, ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელის სალომე ჯოლოხავა) სასკოლო ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა ლენ“ გამართეს.

პროექტის ავტორია - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინელი ხუხია. ღონისძიებას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებემა სალომე ჯოლოხავამ გაუწია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში გუნდური თამაში მოეწყო. მონაწილეობდნენ გუნდები - „ბიჭები“ (კაპიტანი გიორგი კვიკვინია), „გოგონები“ (კაპიტანი სუზანა გაბისონია), „ბიჭების მშობლები“ (კაპიტანი ლიკა შონია), „გოგონების მშობლები“ (კაპიტანი სალომე პაჭკორია).

გუნდები ერთმანეთს გაეჯიბრნენ ქართული, ინგლისური და რუსული ლექსებისა და სიმღერების შესრულებაში, ცეკვაში, უპასუხეს გაზაფხულის თემაზე შედგენილ კითხვებს, წარმოადგინეს გაზაფხულის თემაზე საკუთარი ხელით შექმნილი ნაკეთობანი.

ჟიურიმ გამოარჩია ნომინანტები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„ღონისძიებამ ხალისიანად, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება