სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ზრდის თაობას, რომელმაც უნდა გამოჭედოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“- „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
08-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქობულეთის კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, ვიცე მერი დავით ვერულიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან მალე, ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა:

„ეს არის ღონისძიება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სკოლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ამ ასპარეზობას არ ყავს გამარჯვებული და დამარცხებული, რადგან ყველა მონაწილე, ვინც დღეს აქ იჯდა, ჩემპიონატის დასაწყისშივე უკვე გამარჯვებულია. ვფიქრობ, საქართველოში არ არსებობს იმაზე უფრო სასარგებლო და პოპულარული პროექტი, როგორიც არის „ეტალონი“. ის ზრდის იმ თაობას, რომელმაც უნდა გამოჭედოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ ჩვენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადავწყვიტეთ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე დაგვეჯილდოვებინა სიმბოლურად, მადლობის სიგელით. მე მოუთმენლად დაველოდები მომავალ ღონისძიებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს პროექტი ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს“.

ვიცე მერმა დავით ვერულიძემ აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას: 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ეტალონი“ და ის მართლა დიდ საქმეს აკეთებს. ეს არის ერთგვარი წახალისება მომავალი თაობისთვის იყვნენ უფრო მეტად წარმატებულები და განათლებულები. დიდი მადლობა ამისთვის „ეტალონს“ და ვისურვებდი ბევრი ასეთი პროექტი არსებობდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი განათლების ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მომავალ თაობას:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სხვა პროექტებს შორის ნამდვილად დაიკავა ლიდერის ადგილი. „ეტალონი“ ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს ბავშვებს, სწორედ იმ თაობას, ვინც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელ ღონისძიებაში, ვფიქრობ თითოეულმა ჩვენგანმა სწორედ ის მეათე ადგილი დაიკავა, რომელიც არ გამოაცხადა ბატონმა გოჩამ რადგან ჩვენც, მაყურებლებიც, სწორედ ისე ვღელავდით და ვნერვიულობდით, როგორც რიგითი მონაწილე. დღეს ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა თქვენ, „ეტალონის“ ძალიან დიდ და ძლიერ გუნდს“.

რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ ხარისხს:

„ეს არის პროექტი, რომელსაც ანალოგი არ ყავს და მისასალმებელია, რომ ქართულ სივრცეში არის ასეთი მასშტაბურად მზარდი და ძალიან ეროვნული პროექტი, რომელსაც შენატრიან სხვა ქვეყნის კონკურსები. „ეტალონი“ ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და განაპირობებს მაღალ აკადემიურ ხარისხს“.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ნათია ნიჟარაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ქვეყნის განვითარებისა და წარმატების საქმეში: 

„საგანმანათლებლო პროექტები, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და ვფიქრობ „ეტალონი“ არის სწორედ ის ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და წარმატებისთვის“.

"ქობულეთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ალი ირემაძემ მოიპოვა:

მქონდა მიზანი სამეულში მაინც მოვხვედრილიყავი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმეცადინეობდი და ვემზადებოდი ამ დღისთვის. ძალიან გახარებული ვარ და ვაპირებ ფინალისთვის უკეთესად მოვემზადო და ვეცდები მოვიპოვო საქართველოს ეტალონი მოსწავლის სტატუსი. 

ჩაქვის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა მანანა კუნჭულიამ „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ დაინტერესება ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ძალიან მაღალია:

„ალი ძალიან მიზანდასახული ბიჭი. ბევრ წიგნებს კითხულობს და დარწმუნებული ვარ ის ფინალშიც მიაღწევს წარმატებას. „ეტალონის“ მიმართ დაინტერესება ჩვენს სკოლაში ძალიან დიდია. მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და ბატონ გოჩას“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება