სიახლეები
სიახლეები

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის, მინიჭებისა და გაუქმების წესი კანონით განისაზღვრა
08-05-2019
-
+


მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრა.

რემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭებათ:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.

პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა

სტატუსის დადგენის მიზნით უნდა წარადგინოთ შემდეგ დოკუმენტ(ებ)ი:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სტატუსის მაძიებლის შვილების/ნაშვილები პირების დაბადების მოწმობები;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები;
დ) სხვა ყველა დოკუმენტი, რომლიც აუცილებელია სტატუსის დადგენის ფაქტების უტყუარად დადასტურებისათვის.

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება