სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

ჰოლისტური განათლება და 24 ეროვნების 1400 მოსწავლე - თბილისის N98 საჯარო სკოლის დირექტორი ინოვაციურ წარმატებებს გვიზიარებს
11-05-2019
-
+


17 წლიდან მასწავლებელია, ისტორიის ფაკულტეტის პირველი კურსის დახურვის შემდეგ პედაგოგობას თავისივე სკოლაში შეუდგა. შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო, მაგისტრის ხარისხი განათლების მენეჯმენტში დაიცვა და პოლიტიკურ მეცნიერებათა განხრით დოქტორი გახდა. სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორში მრავალ წამყვან პოზიციაზე მუშაობის პარალელურად განათლების სისტემასთან შემხებლობა ყოველთვის ჰქონდა.

მას შემდეგ კი, რაც ზოგადი განათლების კანონპროექტის შექმნაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, ახალი რეფორმის მიხედვით დირექტორობა არჩევითი თანამდებობა გახდა და სკოლის დეცენტრალიზაცია შევიდა ძალაში, კანონის ეფექტურობითა და  რეალური განხორციელებით დაინტერესდა და აგერ უკვე 12 წელია, გიორგი მომცელიძე თბილისის N98 საჯარო სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს.

-  კონკრეტული  მიზნით მოვედი, ეს იყო ორწლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ საკუთარ პოზიციას უნდა დავბრუნებოდი. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, ჩვენი სკოლა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ დავრჩი... სასკოლო კულტურის ცვლილება მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ. სკოლას საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება ჰქონდა, თუმცა საჭირო იყო ახალი ბრენდის შექმნა. დღეს თბილისის N98 საჯარო სკოლა მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ბრენდია, რომელიც 1400 მოსწავლესა და 24 ეროვნების ბავშვს ემსახურება, მაშინ, როდესაც 2007 წელს მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვიყავით და ჩემს პროფესიონალ პედაგოგთა გუნდთან ერთად მიზნად კონკურენტუნარიანი, მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და ჩვენი ნიშის დამკვიდრება მქონდა დასახული...

 მსგავსი მიდგომები ქმნის ისეთ ჯანსაღ გარემოს, რომელსაც ტოლერანტული გარემო ჰქვია და როგორც ვიცით, მულტიკულტურული ნიშით ძალიან საინტერესო გახდით უცხოელი პარტნიორებისთვის...

-  ყოველწლიურად ვატარებდით კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისთვის, სერიოზული პარტნიორები გავიჩინეთ. საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა დიასპორასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მათი პარტნიორობა სკოლის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში დაგვეხმარა, დღეს კი გაცვლითი პროგრამები ჩვენთვის ერთერთი სავიზიტო ბარათი გახლავთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სომხეთის, უკრაინის, გერმანიის, ესტონეთის, ჰოლანდიისა და ჩინეთის წამყვან საგანმანათლებლო კერებთან და მუდმივად ვიზიარებთ პარტნიორების ინოვაციურ მიდგომებს სწავლებაში.

-  აქტიურად უწყობთ ხელს არაფორმალური განათლების განვითარებას. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ მხივ

-  სკოლაში კვირის განმავლობაში 4-5 მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ერთერთი პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა. გვყავს ძალიან ძლიერ მოსწავლეთა თვითმმართველობა, მოტივირებულ ბავშვებთან ერთად უამრავს საინტერესო აქტივობას ვახორციელებთ. ვამზადებთ ტრენერ მოსწავლეებს, რომლებიც თანატოლებსა და უმცროსკლასელებს ტოლერანტობაზე,  ბულინგზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე ტრენინგებს უტარებენ. ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ფარგლებში,  მოსწავლეები მონაწილეობენ დებატებში, კვლევებში, ვორქშოპებში, ფილმების ჩვენებებსა და განხილვებში, სადაც მათ სააზროვნო უნარები და კამათის კულტურა უვითარდებათ. აქტიურად ვმუშაობთ გენდერი საკითხებზე, ასევე ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბებაზე სკოლაში ძალიან ბევრი მზრუნველი ნაბიჯი გადაიდგა. არაფორმალური განათლების კუთხით „ეტალონი“ ერთერთ საინტერესო ადგილს იკავებს. მრავალმხრივი, მასშტაბური და წარმატებული პროექტი მთელი საქართველოს სკოლებს აერთიანებს და დედაქალაქსა და მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს განათლებისა და წინსვლისთვის თანაბარ გარემო- პირობებს უქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

-   როგორც ვიცით, თქვენი მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად მისდევენ...

-   სკოლაში ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის კლუბები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას გენდერის მიმართულებას ვაძლევთ. ჩვენი ინიციატივით დაფუძნდა „მიქს  კლუბი“, რომელიც პარიტეტი დაცულია - გოგონები და ვაჟები თანაბრად მონაწილეობენ. ქვეყნის მასშტაბით ტურნირის ჩატარება გვსურს. ჩვენი პარტნიორები უკვე 8 ქვეყანაში მზად არიან, რომ ადგილზე თავად იყვნენ ამ თამაშების ინიციატორნი. სამომავლოდ გვსურს, რომ „მიქს კლუბს“ მეტად მასშტაბური სახე მივცეთ.

-  ცნობილია, რომ სკოლაში წარმატებული ბილინგვური სწავლებაა დანერგილი. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ კუთხით

-   რუსულენოვანი სკოლა ვართ. ენები ჩვენთვის პრიორიტეტია. ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური - მათ შესწავლას ვთავაზობთ მოსწავლეებს. ბილინგვური პროგრამის დასანერგად ესტონელ პარტნიორებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენთან ყველა საგანის სწავლება  ბილინგვურად მიმდინარეობს, რაც ენის დონის ფლობის ამაღლების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის კუთხით,  ქართული ენის კათედრასთან ერთად, საინტერესო აქტივობებს ვახორციელებთ. გვაქვს სრული ანალიზი მოსწავლეთა ენის ფლობის დონის მიხედვით, შესაბამისად მათთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ვადგენთ და მათზე მორგებულად ვასწავლით. გვაქვს შაბათის სკოლა, სადაც ახალგადმოსულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მარტივი საკომუნიკაციო ენის ათვისებაში ვეხმარებით. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისთვის შევიმუშავეთ ქართველ მწერალთა პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სახლ-მუზეუმებს სტუმრობენ, კედლის გაზეთებს ქმნიან და ცოცხალი შემეცნების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ შევქმენით 24 ეროვნების მოსწავლის მიერ დაწერილი და ილუსტრირებული ვეფხისტყაოსანი, სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი აფორიზმებით.

-  სკოლაში საინტერესო შეფასების სისტემას ნერგავთ, რას გულისხმობს შემაჯამებელი შეფასებების მრავალფეროვნება?

-  ყოველწლიურად  კათედრების მიხედვით კვლევებს ვატარებთ, შევისწავლით პრობლემებს და მათ აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. სწავლა-სწავლების პროცესში ერთერთი პრობლემა ერთფეროვანი შემაჯამებელი შეფასებები გახლდათ. ამჟამად პარტნიორებთან ერთად შემაჯამებელი შეფასებების მრავალფეროვნებას ვნერგავთ. უახლოეს დღეებში გვექნება მუზეუმის გახსნა, სადაც მოსწავლეთა მიერ  შექმნილი შემაჯამებელი დავალებების შედეგად გაკეთებული თვალსაჩინოებები გამოიფინება. ბავშვებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ, რომ არა საკონტროლო წერებით, არამედ ესეებით, პროექტებისა თუ მაკეტების შექმნით მიიღონ შეფასება. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ იმ კრიტერიუმების შემუშავებაში, რომლითაც უნდა შეფასდნენ. ეს არის თანამშრომლობითი გარემო, სადაც მოსწავლე და პედაგოგი ერთად შრომობს. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თვითშეფასებისა და თვითმართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

-  რა სიახლეებს შესთავაზებთ მოსწავლეებს მომავალი სასწავლო წლიდან?

-  დაფისა და ცარცის დრო დიდი ხანია, დასრულდა. სკოლაში თითოეული კლასი ტექნიკურადაა გამართული და მოსწავლეები თანამედროვე მიდგომებით იღებენ განათლებას. მომავალი წლიდან ვიწყებთ ახალი რესურსების შექმნას, რომელიც ჰოლისტურ განათლებას - ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებას გულისხმობს. საკლასო ოთახში თითოეულ მოსწავლეს ყოველწლიურად სულ უფრო ვუახლოვდებით. გვაქვს საუნივერსიტეტო სწავლებაც, პარტნიორი უნივერსიტეტები გვეხმარებიან, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სფეროს გაეცნონ და უფროსკლასელებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. კვლევის თანახმად, 61% პირველკურსელებისა მობილობის შედეგად არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ პროფესიასაც იცვლის. შედეგის გასაუმჯობესებლად, სკოლამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი და მოსწავლეს სწორად დაანახოს თავისი მომავალი და ადგილი ამა თუ იმ სფეროში. ამასთან, მაქსიმალურად ვზრუნავთ მოსწავლეების შემდგომ დასაქმებაზე და მომავალი წლიდან დამსაქმებელი პარტნიორების ქსელის გაფართოვებას ვგეგმავთ. ასევე, პროექტებით სწავლებას ვიწყებთ და მეათე კლასი გვექნება საპილოტე. თითოეული კათედრის წარმომადგენელი სასწავლო გეგმას  ისეთი პრინციპით შექმნის, რომ თუ ერთი თემა ისწავლება ქართულში ამ თემის გაგრძელება უნდა იყოს ქიმიაში, მათემატიკაში. ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ პროექტს და ეფექტური მუშაობის იმედი გვაქვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება