მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ში ჩატარდა „საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე“, რომელზეც განიხილეს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღეზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ჩართული სააგენტოებისა და ფონდების წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა დელეგაცია გერმანიიდან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავსი ბილატერალური შეხვედრები (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შესაძლებლობა ჰქონდათ გერმანულ დელეგაციისთვის წარედგინათ ინფორმაცია მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და ემსჯელათ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.