სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ შედეგზე ორიენტირებული, გამორჩეული პროექტია“- ბათუმმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
09-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბათუმის 25-ე სკოლაში ჩატარდა, სადაც „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ბათუმის რესურსცენტრის უფროსი - გოჩა დავითაძე, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ პროექტში, ბათუმის მასშტაბით, მოსწავლეთა მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ აძლევს სტიმულს მომავალ თაობას:

„პროექტი „ეტალონი“ ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ბავშვებს. ისინი ცდილობენ მეტი წაიკითხონ, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და იყვნენ მეტად წარმატებულები. ჩვენი, ბათუმელი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამ ჩემპიონატში და კარგ შედეგებსაც აღწევენ“.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მინდა ვთქვა, რომ საგანმანათლებლო პროექტები არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელსაც ბათუმის მერია ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს. ეს არის შედეგზე ორიენტირებული, გამორჩეული პროექტია, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს მხოლოდ სასიკეთოდ შეიძლება წაადგეს. ჩემთვის პირადად, დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ემოციური. მთლიანად ვიყავი ჩემპიონატის მსვლელობაში ჩართული, ვღელავდი და ვგულშემატკივრობდი თითოეულ მონაწილეს. ვიზიარებ თითოეული ჩვენი პრიზიორის სიხარულს და ვუსურვებ მათ წარმატებას“.

„ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლემ ილონა ნაკაშიძემ მოიპოვა:

„ეტალონში“წელს უკვე მეორედ მივიღე მონაწილეობა. პირველი მცდელობის შემთხვევაში გამარჯვება ვერ მოვიპოვე, რადგან  ქულები დამაკლდა. თუმცა, ვთქვი, რომ შემდეგში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას და მივაღწევდი წარმატებას. ვიპოვე საკუთარ თავში ის ძალა, რომ არ დამეყარა ფარ-ხმალი და მიმეღწია წარმატებისთვის. ძალიან მაგარია, როდესაც ამდენ ადამიანში ხარ პირველი. მინდა ყველა ჩემს თანატოლს ვურჩიო იმეცადინონ და მიიღონ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში“.

ბათუმის N26 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა მაია კობალაძემ „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ დაახასიათა და ბათუმის N26 საჯარო სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა:

„ჩვენს ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს არაჩვეულებრივი პროექტი. ძალიან ბევრი მოსწავლე იყო ჩართული და ცდილობდნენ ფინალამდე მისვლას. ილონა ძალიან კარგი გოგოა და მე მქონდა მისი წარმატების იმედი. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციებს ვერ ვფარავ. ვულოცავ ილონას და წარმატებებს ვუსურვებ მას“.


შეჯიბრში გამარჯვებულმა „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება