მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ტაბატაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ტაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი, ვანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ვანო კორძაძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''ვანი ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ზედა ვანის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, შოთა ჩახუნაშვილი დაეუფლა.
''ვანის ეტალონი მოსწავლე'' შოთა ჩახუნაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ტიტული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
''ამ ტიტულს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. ძალიან მომწონს ეს კონკურსი, მართლაც ცოდნის ზეიმია. რაც მთავარია, სხვა შეჯიბრერებისგან გასხვავებით, ''ეტალონში'' ჩაწყობები არ არის, ყველაფერი ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდა.''
ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართა:
''ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ერთსულოვნებითა და სიხარულით შეხვდით ''ეტალონის'' ღონისძიებას. ბატონ გოჩას უყვარს სიტყვა ''მამულიშვილის'' ხშირად გამოყენება. მე ვუსურვებ პატარა ვანელებს, პირველ რიგში, საკუთარი რაიონისა და სამშობლოს სასახელო მამულიშვილები ყოფილიყვნენ, ისევე, როგორც ბატონი გოჩა არის უდიდესი მამულიშვილი და დიდი სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს. დიდი მადლობა მას ამისთვის. ''ეტალონის'' ფარგლებში ვიყავით ხონში, ლენტეხში, ხულოში, სიღნაღში. თუმცა ასეთი ლამაზი საღამო არ მინახავს. მიხარია და წარმატებებს გისურვებთ ყველას.''
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე:
''დღეს ფაქტობრივად ვანისა და ვანელების დღეა. ბატონი გოჩა ამ კუთხის ერთ-ერთი წარმატებული მამულიშვილია. ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ერთად ვართ და ვმონაწილეობთ ამ მართლაც ლამაზ და მშვენიერ კონკურსში. თითოეულ თქვენთაგანს გულწრფელად გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ და ლამაზ მომავალს.''
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მინდია ტაბიძის თქმით, ვანში ''ეტალონს '' დიდი ყურადღება ექცევა:
ვანში ჩატარებულ ''ეტალონის'' ღონისძიებაში 70 ბავშვი მონაწილოებდა. ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის როგორიც ვანია, 70 მონაწილე ძალიან დიდი ციფრია. მოსწავლეებს არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ. ჩვენთან ''ეტალონს'', ამ საგანმანათლებლო პროექტს დიდი ყურადღება ექცევა. ღონისძიებით როგორც სტუმრები, ასევე მასპინძლები კმაყოფილები დარჩნენ, ყველაში დადებითი ემოციები და მუხტი გამოიწვია. რაც მთავარია, პროექტი ბავშვებს დიდ სტიმულს და სწავლის მოტივაციას სძენს.''
რესურსცენტრის უფროსმა ვანო კორძაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ''ეტალონი'' გამორჩეული სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტია:
''ეტალონი'' ყოველთვის იყო და არის გამორჩეული პროექტი, რომელშიც მთელი საქართველოს სკოლებია ჩართული. ინტელექტ-შეჯიბრი მაყურებლებში ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. ვანში ''ეტალონის'' ღონისძიება ძალიან დინამიკურად, ობექტურად და გამჭირვალედ ჩატარდა. დარბაზში ოვაციის ქარიშხალი იყო. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა, მან დანარჩენებს მთელი ათი ქულით გაუსწრო. ამ პროექტისა და ბატონო გოჩას მიმართ ყველა პატივისცემითაა განწყობილი. როგორც იცით, გოჩა ტყეშელაშვილი წარმოშობით ვანელია და მას ვანში განსაკუთრებულ პატივს სცემენ და დიდად აფასებენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ''ეტალონი'' გამორჩეული სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტია.''
ზედა ვანის სკოლის დირექტორი ლიანა ნოზაძე, ''ვანის ეტალონ მოსწავლეს'' წარჩინებულ და ზრდილობიან მოსწავლედ ახასიათებს:
''შოთა ჩახუნაშვილი საუკეთესო მოსწავლეა. მას წარჩინებული სწავლისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერი გადასცა. ზრდილობიანი და შრომისმოყვარეა, მისგან ძალიან კარგი პიროვნება ჩამოყალიბდება.''
''ვანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი შოთა ჩახუნაშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა