მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხაჯალიის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას მხარის რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და სამსახურის წარმომადგენელი მაკა კვირკველია, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მხარის რწმუნებულის მოადგილემ გია ებრალიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და „ლანჩხუთის ეტალონ მოსწავლეს“ პროექტის ფინალში წარმატებები უსურვა:
„ვადევნებ „ეტალონს“ თვალყურს და ძალიან მომწონს ეს პროექტი. ეს ხელს უწყობს ახალგაზრდობის გონებრივ განვითარებას, აყალიბებს სწორი ცხოვრების წესს და ამაღლებს ცხოვრების კულტურას. მივესალმები ამ წარმატებულ პროექტს და ვიმედოვნებ ლანჩხუთი „ეტალონის“ ფინალზეც წარმატებულად და ღირსეულად წარსდგება“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტს, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა და გვერდში დგომა:
„ეს კონკურსი მოტივაციას ნამდვილად ზრდის. ყალიბდება ჯანსაღი კონკურენცია, რაც ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები მეცადინეობენ უფრო მეტს და განათლება კი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. დღევანდელი ღონისძიება დიდი ემოციების ფონზე, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარჯვებული, რომელიც მერვე კლასის მოსწავლეა, მცირეკონტიგენტიან სკოლას წარმოადგენს. თუ სწავლა გინდა, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, „ეტალონი“ ყოველ ჯერზე ამტკიცებს ამას. წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მონაწილე ბავშვს, რომელიც დღეს აქ მონაწილეობდა და ასევე წარმატებები იმ პატარა ანას, რომელმაც თავისი გამარჯვებით უდიდესი სიხარული და ემოცია მოგვიტანა დღეს ყველას. მე მინდა მადლობა ვუთხრა განსაკუთრებით აქტიურ ადამიანს, ძალიან მაგარ ქართველს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც უკვე ამდენი წელია ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელმძღვანელობს. „ეტალონი“ უნიკალური, სახალხო პროექტია, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ექნება გვერდში დგომა და მხარდაჭერა“.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ „ეტალონი“ „ცოდნის ზეიმად“ შეაფასა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა:
„ეს არის ძალიან აუცილებელი პროექტი, რომელსაც შეგვიძლია „ცოდნის ზეიმი“ ვუწოდოთ. მინდა ყველა ახალგაზრდას წარმატებები ვუსურვო. მინდა მადლობა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს და ასევე იმ პედაგოგებს, რომლებსაც ამ ბავშვების განათლების საქმეში ლომის წვლილი მიუძღვით“.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტია:
„დღეს თითოეული ჩვენთაგანი იყო საოცარი წუთების მომსწრე. მქონდა შინაგანი განცდა იმის, რომ დღეს დაბალი კლასის წარმომადგენელი მოიპოვებდა წარმატებას. ვთქვი, რომ ეს პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულად მიმდინარეობს, არის ძალიან ეროვნული, საჭირო და აუცილებელი პროექტი, რომელიც ზრუნავს ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე. ასწავლის მათ ემოციების მართვას და ამზადებს მათ ცხოვრების მანძილზე წარმატების მოპოვებისათვის“;.
მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა კვირკველიამ გამარჯვებულს წარმატება მიულოცა:
„დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ემოციური და აღსანიშნავია, რომ ამდენ მონაწილეს შორის მერვე კლასის მოსწავლემ მოახერხა ის, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა. წარმატებებს ვუსურვებ მას და დიდ მადლობას გადავუხდი პროექტის ავტორებს“.
ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსმა ნინო ჩიტაძემ „ეტალონი“ დღესასწაულად შეაფასა. მისი თქმით ეს არის „განათლების ზეიმი“, რომლისთვისაც მოსწავლეები წლიდან-წლამდე ემზადებიან:
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონკურსები. ეს მხოლოდ კონკურსი არ არის. ბატონ გოჩას შეუძლია აქციოს დღე- დღესასწაულად. შესაბამისად დღევანდელი დღე ნამდვილად არის „განათლების ზეიმი“, რომლისთვისაც ჩვენი ბავშვები წლიდან-წლამდე ემზადებიან. მე მინდა, მივულოცო წარმატება ჩვენს პატარა „ეტალონ მოსწავლეს“, რომლის ბებიაც, ქალბატონი ნანული შაინიძე ჩვენი კოლეგა იყო. ვუსურვებ მას წარმატებებს პროექტის ფინალშიც, რომელიც მისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ის ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს“.
ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან პატარაიამ სკოლის მასშტაბით „ეტალონში“ ჩართულობაზე ისაუბრა:
„პროექტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მხრიდან. აგროვებენ და არჩევენ კითხვებს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 41 მოსწავლე გვყავს და თითოეულ ბავშვს ძალიან დიდ დროს ვუთმობთ პედაგოგები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქა ჩვენმა ანამ. წარმატებებს ვუსურვებ მას პროექტის ფინალშიც და მთელი ცხოვრების მანძილზე“.
„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ქვემო აკეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ანა გეგიძემ მოიპოვა:
„ძალიან ბედნიერი ვარ. ვემზადებოდი, ვკითხულობდი წიგნებს, ვნახულობდი „ეტალონის“ ძველ ვიდეოებს. ყველას ვურჩევ, რომ ისწავლონ სკოლაში კარგად, იკითხონ ბევრი და იმეგობრონ წიგნებთან. მე ასევე ჩართული ვარ Izrune.ge -ში და ვფიქრობ, დღევანდელი წარმატების მიღწევაში ეს საიტი ძალიან დამეხმარა“.
შეჯიბრში გამარჯვებულმა „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა