სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 სკოლა აცხადებს მოსწავლეთა V სამეცნიერო კონფერენციას
04-04-2017
-
+


უსადენო თაობა - ინტერნეტის გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე

Wireless Generation – The Effects of Internet on Children and Youth

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა V სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით: უსადენო თაობა - ინტერნეტის გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე.

სამეცნიერო კონფერეცნციაში მონაწილეობას მიიღებენ  საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

კონფერეცნიის ჩატარების დღეს, 26 აპრილს, ხელი მოეწერება იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 და საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობს მემორანდუმს. 

მოკლედ კონფერენციის იდეის შესახებ:

როგორც ცნობილია, დღეს ინტერნეტს ბევრ ოჯახში უჭირავს დომინანტი ადგილი. მისმა მიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება დიდი წარმატება მოუტანოს ადამიანს, თუმცა ბავშვებსა და მოზარდებში გლობალური ქსელის უკონტროლო/არამიზნობრივმა მოხმარებამ შესაძლებელია რთული ქცევითი, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ხასიათის პრობლემები შეუქმნას მომავალ თაობებს. 

2016-2017 წასწავლო წლის დასაწყისში იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის საჯარო N2 სკოლაში განხორციელდა სასწავლო-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მედიაძალადობის საკითხებზე დაწყებითი განათლების საფეხურის 500-მდე მშობელთან. აღნიშნულ საკითხზე საუბრები მშობლებთან ძალზედ აქტუალური და სასარგებლო აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს შეფასების კითხვარები, რომლებსაც მშობლები შეხვედრების დასრულების შემდეგ ავსებდნენ. მათმა უმეტესობამ დაადასტურა, რომ შვილები გატაცებული არიან ძალადობრივი სიუჟეტების შემცველი მულტიპლიკაციური ფილმებით და ინტერნეტ-თამაშებით, რომლებსაც ისინი ძირითადად მობილურ ტელეფონში უყურებენ. მათ ასევე ისაუბრებს ბავშვების რთული ქცევის შესახებ და გამოთქვეს სურვილი აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდოს მაღალკლასელებსაც. 

ცოტა მოგვიანებით მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ სკოლაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა რამდენი მოსწავლე სარგებლობდა მობილური ინტერნეტით. შედეგად აღმოჩდა, რომ გამოკითხული 456 მოსწვალიდან 380-ის ტელეფონია ჩართული ინტერნეტში მუდმივად. 

სწორედ ზემოაღნიშნულმა აქტივობებმა და მასთან დაკავშირებულმა შედეგებმა განაპირობებს უფრო მეტი სამუშაო განხორციელდეს ამ მიმართულებით. 

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო კვლევებისა და ქართული რეალობის საფუძველზე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება. შედეგად, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები მიიღებენ ინფორმაციას ინტერენტში ხელმისაწვდომი სასარგებლო მასალების შესახებ, ასევე შეიწავლიან ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენების შესაძლო რისკებს.

სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, საგანმანათლებლო სფეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მანდატურები.

კონფერენციის პრიორიტეტული თემებია:

- გლობალური ქსელის შექმნის ისტორია

- ინტერნეტის გავლენა ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე

- არატექნოლოგიური მეთოდები ბავშვებსა და მოზარდებში ინტერნეტის გამოყენების შედეგად გამოწვეული რისკებისგან დასაცავად

- ინტერნეტის გამოყენება ასაკობრივი ჯუფების მიხედვით

- ინტერნეტი მობილურ ტელეფონში - საფრთხე ბავშვებისთვის

- სოციალური ქსელები - როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილების პირადი ცხოვრება

- კომპიუტერული თამაშები - რა საშიშროება გველის?

- როგორ გვეხმარება ინტერნეტი განათლების მიღებაში

- მობილური ინტერნეტით სკოლის ველში 

- კიბერბულინგი - გამომწვევი მიზეზები, რისკები და პრევენციის გზები

- სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი მხარეები

- სხვა, რაც არ სცილდება კონფერენციის თემატიკას. 

სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 26 აპრილს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერეციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.

ნაშრომის წარმოდგენის პირობები:

• ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს, ფორმატი - A4, ტექსტში შრიფტის ზომა -12, ინტერვალი - 1.0. ველები: ზედა - 2.0 სმ, ქვედა - 2.0 სმ, მარცხენა - 3.0 სმ. მარჯვენა - 2.0 სმ.

• შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - Sylfaen, ინგლისურისათვის - Times New Roman.

• ნაშრომს მიუთითეთ სახელწოდება, ავტორის ვინაობა (სახელი, გვარი, სკოლა და კლასი).

• ნაშრომი უნდა შედგებოდეს მარტივი სტრუქტურისგან: შესავალი ნაწილი, მიზანი, ძირითადი ტექსტი, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა.

• ნაშრომის წარმოსადგენად შესაძლებელია ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენება.

კონფერენციაზე დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც დააკმაყოფილებს ნაშრომის წარმოდგენის პირობებს.

საყურადღებო თარიღები:

7 აპრილი - კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაციის ბოლო ვადა. ამ დროისთვის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მოფიქრებული საკონფერენციო ნაშრომის სახელწოდება. 

10 აპრილი, 15:00 სთ - კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრა.

15 აპრილი, 17:00სთ - ნაშრომის ელექტრონული ვერსიის გადმოგზავნის ბოლო ვადა (khatuna.javakhadze@gmail.com)

26 აპრილი - კონფერენციის ჩატარების დღე. 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: მურად ჯიშკარიანი /იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დირექტორი/, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ტყეშელაშვილი, ხათუნა ჯავახაძე /საერთაშორისო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი/, ნონა შალამბერიძე /საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი/, ნინი ნუცუბიძე /მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, ცირა ქარსელაძე/ ინგლისური ენის ფილოლოგი, უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი/, ანა კახიძე /ადმინისტრატორი/, ეკატერინე ძიგრაშვილი /დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი/, ლიკა მესხი /მშობელი, სამეურვეო საბჭოს წევრი/.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება