მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.
დღეს დაგეგმილი ღონისძიებები 10:00 საათიდან დაიწყო და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს.
ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ა.წ. აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
მთავრობის მიმართვის შემდეგ, პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ