მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის გამორჩეული ადამიანები და მათი გულშემატკივრები ზუგდიდის სახალხო „ეტალონის“ ირგვლივ გაერთიანდნენ.
ბრწყინვალე ღონისძიება საქართველოს ეროვნული ერთიანობის იდეას, ზუგდიდის ნიჭიერების წარმოჩენას, განათლების პრიორიტეტად დასახვასა და მხარის ისტორიული როლის წარმოჩენას ემსახურებოდა. ყოველივე ზემოთქმული კი წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ინტელექტუალური კონკურსი, სადაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ზუგდიდელები მონაწილეობდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაიმართა და მას „ეტალონისა“ და Izrune.ge- ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
საამაყო ზუგდიდელებთან ერთად, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ღონისძიების მსვლელობისას წამყვანის როლი მოირგო. Etaloni.ge- სთან საუბრისას ალექსანდრე მოწერელიამ „ზუგდიდის ეროვნული ბრწყინვალების ღონისძიება“ შეაფასა:
„ასეთი ღონისძიებებით განებივრებული ნამდვილად არ ვართ. ვინაიდან, საკითხი ეხება განათლებას, მომავალ თაობას, პედაგოგებს და მშობლებს, ის მოიცავს საზოგადოების ფართო ფენას და ყველა დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს. ეს პროექტი მათი განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ განათლების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს „ეტალონის“ ღონისძიება ასეთი ფართო მასშტაბებით სწორედ ზუგდიდში ტარდება. მოსახლეობა არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ძალიან ბევრი უნდა ჩატარდეს სრულიად საქართველოში. ვისურვებდი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს და ჩაერთოს ამ პროექტში, რადგან ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, „ეტალონი“ კი განათლების ხარისხის ამაღლებას ძალიან უწყობს ხელს. დღევანდელ ღონისძიებაში მეც, როგორც რიგითი მონაწილე ისე ვიყავი ჩართული და ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. დიდი მადლობა ამ კარგი დღისთვის „ეტალონს“ და მთლიან შემოქმედებით გუნდს“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ზამირა ღადუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდელთა სახალხო „ეტალონი“ განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდა:
„საბედნიეროდ, მე მომიწია ამ კონტიგენტის შერჩევაში მონაწილეობის მიღება და აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ შესაძლებელი იყო, ყველა თაობისა და ყველა პროფესიის წარმომადგენელი ყოფილიყო მონაწილე. მადლობა თითოეულ მონაწილეს და მადლობა ბატონ გოჩას, ასეთი მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო დღისთვის. დღეს არ იყო ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი კონკურენცია. პირიქით, დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა, სრულიად განსხვავებული განწყობა იყო და ვფიქრობ, დღეს სწორედ სიყვარულმა გაიმარჯვა ზუგდიდმა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ეს ასეც უნდა იყ6ოს- შვილი ყოველთვის უნდა სჯობდეს მშობელს და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ დღეს სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა გოგონამ მოიპოვა ზუგდიდის სახალხო ამ მართლაც უმშვენიერეს ფესტივალში. მე წარმატებებს ვუსურვებ ანანოს, რომელმაც მართლაც შთამბეჭდავი პირველობა მოიპოვა. ჩემთვის „ეტალონი“ განათლებასთან, კულტურასთან, ერუდიციასთან და ერის განათლებასთან ასოცირდება. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და გისურვებთ მეტ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
„ზუგდიდის ეროვნული ბრწყინვალების ღონისძიებაზე“ გამარჯვებულის ტიტული ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანანო ქებურიამ მოიპოვა:
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის და ამ დღისთვის ძალიან ვემზადებოდი. ადრეც, რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ვერ ვახერხებდი პირველობის მოპოვებას. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, „ეტალონს“, ამ ძალიან ემოციური და ბედნიერი დღისთვის“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.