მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში etaloni.ge-ს განუცხადეს, მაია მიმინოშვილი პარტიულ საქმიანობაში, კადრების გადამზადებასა და ტრენინგების მომზადებაში იღებს მონაწილეობას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მაია მიმინოშვილი პროფესიონალი და ძალიან კარგი კადრია, რომელიც წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარმატებით ხელმძღვანელობდა.
„მაია მიმინოშვილი დღეს მონაწილეობას იღებს პარტიულ საქმიანობაში, გადამზადებასა და ტრენინგებში და ამ თვალსაზრისით გვეხმარება. ახალ სახეებზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. „ქართული ოცნების“ გაჯანსაღების პროცესი მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით, მეტი პოზიტიური, ახალი სახე შემოვიყვანოთ პარტიაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC
„აბიტურიენტებს ვურჩევდი სჯეროდეთ საკუთარი თავის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს
სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს