მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტების დაგროვების ვადა უხანგრძლივდებათ, შესაბამისად მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2020 წლისთვის, ვისაც ნაწილობრივ აქვს დღეს დაგროვებული კრედიტქულები, გაიუმჯობესოს სტატუსი და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს.
„პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, კომპეტენცია დაადასტუროს ზაფხულში გამოცდაზე, ამავდროულად, მას ექნება საშუალება შემოდგომაზე, ნოემბერში გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. თუკი ის ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ დააგროვებს კრედიტებს და არ იქნება საკმარისი სტატუსის ცვლილებისთვის, მას მიეცემა საშუალება, დეკემბრის ბოლომდე, ანუ სასწავლო სემესტრის დასრულებამდე დააგროვოს კრედიტქულები და იანვრისთვის შეიცვალოს სტატუსი. პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუხანგრძლივდათ კრედიტქულების დაგროვების ვადა და შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2020 წლისთვის, ვისაც ნაწილობრივ აქვს დღეს დაგროვებული კრედიტქულები, გაიუმჯობესოს სტატუსი და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“, - აღნიშნავს მანანა რატიანი.
მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სტატუსის ცვლილებაზე, საქმის ბოლომდე მიყვანას ურჩევს.
„ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც სტატუსის ცვლილების გზაშია, მათ უნდა გადაიანგარიშონ ისე, რომ მოახერხონ და 2019 წლის ბოლომდე შეიცვალონ სტატუსი. რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, თუკი ისინი აპირებენ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დააგროვონ სავალდებულო და დამატებითი აქტივობებით 15 კრედიტქულა, იმისათვის, რომ მათ შეძლონ გარე დაკვირვების გავლა.
დანარჩენი მასწავლებლებისთვის, მთავრობაში ცვლილება არის წარდგენილი და შესაბამისად ის დაგროვებითი სისტემა რაც იყო, კრედიტქულების, ვინც აპირებს სტატუსის შენარჩუნებას, ეს ნაწილი იხსნება. შესაბამისი ინიცირება გაკეთებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ და მთავრობა დაამტკიცებს.
შესაბამისად, მასწავლებლებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაცია უკვე დადასტურებული აქვთ და ორივე გამოცდით არიან სისტემაში, რა თქმა უნდა, საშუალება აქვთ გააგრძელონ მუშაობა სისტემაში და ისინი მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას“, - აცხადებს მანანა რატიანი.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტატუსის მქონე პედაგოგებს დასჭირდებათ თუ არა კომპეტენციის დადასტურება ეს 2020 წლიდან დარეგულირდება.
„2020 წლიდან როცა მასწავლებლების რეგულირების ახალი წესი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, იქ იქნება ინფორმაცია თუ რა უნდა აკეთოს მასწავლებლებმა, რომ სისტემაში წარმატებული იყოს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება რამდენად სრულფასოვნად და ჯეროვნად ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის, როგორც პროფესიული განვითარების მიმართულება, ასევე სწავლების პროცესში როგორ მიჰყავს საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესი“, - აღნიშნავს მანანა რატიანი.
ასევე იხილეთ: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...