მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა პედაგოგებს წელსაც ექნებათ. აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობილი იყო, რომ 2019 წლის მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების ნაცვლად, პედაგოგებს მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებოდათ. აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებდა.
როგორც ირინა აბულაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე გამართლებული არ იქნებოდა, ვინაიდან ძალიან ბევრ მასწავლებლებს სტატუსის შესაცვლელად სწორედ 1-დან 4 კრედიტქულამდე მოპოვება სჭირდება.
„ჩავთვალეთ, რომ ეს მიზანშეწონილი ცვლილება არ იყო, რადგან ეს არის გარდამავალი პერიოდი. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ 2020 წლიდან უქმდება კრედიქტულები მასწავლებლებისთვის. შეთავაზება, რომელიც ჩვენ მათ გავუკეთეთ მოხდა ახლა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზაფხულის პერიდოში არ არის გამართლებული ვადის, ბარიერის ან საგამოცდო პროგრამის შეცვლა.
ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად აკლია 1 ან 4 კრედიტი. მათ იცოდნენ, რომ ეს შესაძლებლობა იქნებოდა ზაფხულში. შესაბამისად, ამას ვერ გავუუქმებდით. ამასთან, ნაწილს გაუუქმო და ნაწილს არა, ეს არასამართლიანია, ამიტომ ყველასთვის სამართლიანი და მისაღები არის, რომ ეს სისტემა დარჩენილიყო და დარჩა კიდეც“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...