მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი და გამსვლელი ქულები უცხოური ენების გარდა, სხვა საგნებში 2016 წლის მსგავსია.
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იქნება, მინიმალური გამსვლელი ქულა კი 21-ის ნაცვლად წელს 19 ქულა გახდება.
უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
• მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;
• ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;
• მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება 7.
სიახლეები 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტში
რაც შეეხება საგამოცდო დროს, მხოლოდ ერთ საგანში - ''სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში'' შეიცვალა. 2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.