მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში რამდენიმე ცვლილება შევა, მათ შორის, ერთ-ერთის მიხედვით, მასწავლებელი რომელიც სქემით განსაზღვრული აქტივობების შედეგად უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსს მოიპოვებს, ამ სტატუსის დაკარგვა ან ჩამორთმევა აღარ ემუქრება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, სამინისტრომ მთავრობაზე წარადგინა ინიციატივა, რომელიც არსებულ სქემაში ცვლილებებს გულისხმობს.
„ცვლილება შედის სტატუსის ჩამორთმევის, ჩამოქვეითების ნაწილში. იყო ასეთი ელემენტი, რომ მივაღწიე სტატუსს და კრედიტების რაოდენობა უნდა დავაგროვო, რათა ეს სტატუსი არ დავკარგო. ეს გავაუქმეთ, იმიტომ რომ როდესაც მასწავლებელი, მენტორის ან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, კომპეტენცია გქონდეს და თან აღარ გქონდეს. ერთია, რომ გაქვს კომპეტენცია და მეორე – რას აკეთებ შენ ამ კომპეტენციით.
შესაბამისად, ის ჩვენი შეთავაზება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასწავლებლებთან. რადგან ამ ეტაპზე მენტორია, წამყვანია, უფროსია თუ პრაქტიკოსია ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, უბრალოდ სტატუსები განსხვავდება. ამიტომ ეს საკითხი კონტრაქტებით დარეგულირდება და ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ. პირიქით მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე თუ რას გააკეთებს იმით, რაც მას გააჩნია. ამიტომ ეს შეზღუდვა, რომ სტატუსი ჩამოერთვას, მოიხსნება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
იხილეთ ასევე: რა ცვლილებები განხორციელდება მასწავლებელთა მოქმედ სქემაში 2019 წელს - ირინა აბულაძე დეტალებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...