მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო- კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა.
კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის. Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით თსუ-ს ექნება პირდაპირი წვდომა მის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და, ამავდროულად, შეასრულონ მსგავსი ოპერაციები რეალური დროის რეჟიმში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი იქცეს ცენტრად საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც. მსოფლიო საფინანსო ბაზარზე სავალუტო, საფინანსო და სასაქონლო ბირჟებზე მუშაობის ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფას ორი კომპანია - ბლუმბერგი (Bloomberg) და როიტერსი (Reuters) ახორციელებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.