სიახლეები
ეტალონი

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მომავალი თაობისთვის“- „სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
17-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „სამგორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაია შალიკაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა მაია შალიკაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მომავალი თაობისთვის. „ეტალონი“ ზრდის მოტივაციას ბავშვებში. ისინი მეტად ცდილობენ ისწავლონ, რადგან ზუსტად იციან, რომ ცოდნა აუცილებლად დაუფასდებათ. ვულოცავ ისნისა და სამგორის „ეტალონ მოსწავლეებს“ და ვუსურვებ მათ წარმატებებს პროექტის ფინალურ ეტაპზეც. მინდა, აქვე მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს ამ დიდი საქმისთვის“.

„სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N76 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ანა ალიევმა მოიპოვა:

„წელს „ეტალონში“ პირველად მოვხვდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვემზადებოდი. უბრალოდ სკოლაში დავდიოდი და ეს იყო ჩემი წარმატების ფორმულა. თუმცა, უკვე ფინალისთვის აუცილებლად ვეცდები ძალიან კარგად მოვემზადო და იქაც მივაღწიო წარმატებას“.

თბილისის N76 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ნინო ვარსიმაშვილმა, რომელიც ამავდროულად „ეტალონის“ პედაგოგია, სკოლის მასშტაბით „ეტალონში“ ჩართულობაზე ისაუბრა:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონში“ ჩართულობა ძალიან მაღალია და უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ. ბავშვებს მოსწონთ და ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან. ძალიან ბედნიერი ვარ ანას წარმატებით. ვულოცავ კიდევ ერთხელ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ მას".

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება