მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. ამჯერად 2019 წლის აბიტურიენტების დასმულ კითხვებს საბუნებისმეტყველო საგნების ხელმძღვანელები პასუხობენ.
Etaloni.ge ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
ბიოლოგიის გამოცდასთან დაკავშირებით დასმული კითხვები:
- ბიოლოგიის გამოცდაში ყველაზე მეტად რომელი საკითხების დაწერა უჭირთ აბიტურიენტებს?
- გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, აბიტურიენტებს შედარებით მეტი შეცდომა მოსდით ევოლუციურ თეორიასა და ეკოლოგიაში.
- 2019 წელს ბიოლოგიის გამოცდაზე რა სირთულის კითხვები იქნება და ძირითადად რომელი წიგნებით უნდა ვიმეცადინოთ? - 2019 წელს ტესტის სირთულე არ იცვლება. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ნებისმიერი გრიფირებული ლიტერატურით.
- გაიზრდება თუ არა ბიოლოგიის ეროვნულ გამოცდებში ღია კითხვების წილი?
- ბიოლოგიის ტესტში წელს ცვლილება არ იგეგმება.
ქიმიის გამოცდასთან დაკავშირებული კითხვები:
- ქიმიის გამოცდაში ყველაზე ხშირად რომელ საკითხებში უშვებენ შეცდომებს?
- აბიტურიენტები ღია დავალებებში ხშირად წერენ მხოლოდ პასუხებს და არ ჩანს ამოცანის ამოხსნის გზები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მიიღონ ამ დავალებაში შეფასება.
- რას მივაქციო უფრო მეტი ყურადღება ქიმიის გამოცდაზე და როგორ გადავანაწილო დრო?
- გამოცდაზე დაგირიგდებათ მენდელეევის ტაბულა, აუცილებლად გამოიყენეთ ის; ღია დავალებებში უნდა ჩანდეს ამოხსნის გზები, არ უნდა გეწეროთ პირდაპირ მიღებული პასუხი; დაკვირვებით გაეცანით შესაბამისობის ინსტრუქციას, შესაძლოა ორი პასუხი იყოს მოსანიშნი, ამასთან, ყველა რეაქცია უნდა იყოს გათანაბრებული. გაუთანაბრებელი რეაქცია შეფასდება 0 ქულით.
ფიზიკის გამოცდასთან დაკავშირებული კითხვები:
- რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდაში ყველაზე ხშირად?
- ფიზიკის გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები. ხშირად დაშვებულ შეცდომას ვერ გამოვყოფთ.
- წელს ფიზიკის ტესტში 3 ცხრილი ისევ იქნება, როგორც 2017 წლამდე იყო? 2018 წელს მესამე ცხრილი ერთი ამოცანით იყო შეცვლილი.
- 2019 წელსაც იქნება ორი ცხრილი და მესამე ცხრილის ნაცვლად - ამოცანა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია