„საბურთალოს ეტალონით“ ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალის მონაწილეთა გამოვლენა დასრულდა
18-05-2019
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის თბილისის ღონისძიებებს ასრულებს. ამჯერად, „საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ჩემპიონატის თანაწამყვანები თბილისის N161 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე და თბილისის N198 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი ხათუნა შენგელია არიან, რომლებიც მონაწილეებს ამხნევებენ და „ეტალონთან“ ერთად წარმატებებს უსურვებენ.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები გულშემატკივრობენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „საბურთალოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.